„გივი თარგამაძის აფეთქება სააკაშვილის დავალებით განხორციელდა“ – ირაკლი ზაქარეიშვილი

3,302 წაკითხვა

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, 4 წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქება მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ტერორისტული ორგანიზაციაა:

იცით თუ არა, რომ:
_________________
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და წინა მოწვევის პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რა დროსაც გივი თარგამაძე ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

აფეთქების საქმეზე ბრალი წარედგინათ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილს, ბორის ჩაგუნავას და დიმიტრი აბრამიშვილს. ბორის ჩაგუნავა დაკავებული იქნა, ხოლო ხეჩუაშვილმა აბრამიშვილმა მოასწრეს საქართველოს დატოვება. აფეთქებაში მონაწილეობდა აგრეთვე შოთა ჭიჭიაშვილი. ყველა ეს [პირი სააკაშვილი-მერაბიშვილის მიერ 2009 წელს ინსპირირებული „მუხროვანის ამბოხებასთან“ კავშირში მყოფი პირია.

აფეთქება უშუალოდ დარჩო ხეჩუაშვილმა განახორციელა. შეიარაღება და ასაფეთქებელი მასალები: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ხელყუმბარა, ნიღბები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები – დიმიტრი აბრამიშვილს პანკისიდან, კახეთის ტყის სამალავებიდან მოჰქონდა, რასაც ბორის ჩაგუნავას სახლში ინახავდნენ. (შეგახსენებთ, რომ სალოსის ქუჩაზე ტერორისტების შეიარაღებაც სწორედ ნაცების ტყის სამალავიდანიყო ჩამოზიდული).

დიმიტრი აბრამიშვილი მოსკოვში თავის დეიდაშვილთან, სააკაშვილის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფ პანკისელ მუხა ხანგოშვილთან გადაბარგდა.

კვალის დასაფარად, სააკაშვილმა და ლორთქიფანიძემ უკრაინაში ჩაატარებინეს სპეცოპერაცია და მოაკვლევინეს შოთა ჭიჭიაშვილი. ის თავის დროზე პანკისში მოქმედ ყველაზე სასტიკ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა და პანკისის ნაც-ტერორისტული ანკლავის წარმომადგენელი იყო. სპეცოპერაციის შემდეგ სააკაშვილმა კიევში ყვირილი ატეხა – ქოცებმა გამომიგზავნეს ჭიჭიაშვილი ჩემზე სათვალთვალოდო.

დავით ხეჩუაშვილი 2008-დან 2012 წლის სექტემბრამდე კუდ-ის მე-5 სამმართველოში­ მუშაობდა, უფრო ადრე კი თავდაცვის სტრუქტურებში. ხეჩუაშვილი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებამდე სამი თვით ადრე 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე უკრაინაში, ოდესაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ხეჩუაშვილს განათლება სანქტ-პეტერბურგში­ აქვს მიღებული, ის სამხედრო დაზვერვის ინს­ტ­იტუტში სწავლობდა და კუდ-ში თემურ ალასანიას პროტექციით მოხვდა.

ბორის ჩაგუნავა ამერიკელების მიერ გაწრთვნილი საქართველოს სპეცრაზმის “დე­ლტას” მებრძოლი იყო. 2000 წელს ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოში მუშაობდა, ხოლო 2000-2002 წლებში – ანტიტერორისტულ ცენტრში.

ბორის ჩაგუნავას, რომელსაც ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასა და შენახვაში – ძალიან მალე პირობითი სასჯელი შეუფარდეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუ რატომ გაათავისუფლეს – ამ შეკითხვაზე პასუხი უსათუოდ მიგვიყვანს 2012 წელს ჩატაევის, თარხან ბითარიშვილის, შოთა ჭიჭიაშვილისა და სხვა ტერორისტების უკანონოდ გათავისუფლების გარემოებებამდე.

=================================
ასე და ამგვარად სურდათ სააკაშვილის ბანდის ტერორისტებს “ბევრი რამის მცოდნე” გივი თარგამაძის ლიკვიდაცია, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი – გივი თარგამაძე შემთხვევით გადარჩა. მან სწრაფადვე შეძლო დაემტკიცებინა სააკაშვილისათვის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ნაცების ტერორისტულ საიდუმლოებებს არ დაფქვავდა, არ გაიყიდებოდა და კვლავ მათი თანამებრძოლი იქნებოდა – რითიც თარგამაძემ სიცოცხლე შეინარჩუნა. თავის მხრივ თარგამაძეს ეშინოდა, რომ „ზედმეტი მოძრაობის“ შემთხვევაში სააკაშვილი თარგამაძეზე ისეთ ფაქტებს გამოაგდებდა, რასაც ამ უკანასკნელის სამუდამო პატიმრობით დასრულდებოდა.

 

Next Post

Tax Shield Definition

პარ თებ 14 , 2020
3,302 წაკითხვა Content What Is Tax Shield In The Philippines? The Difference Between Income Tax Expense & Income Tax Payable The Depreciation Tax Shield In 2 Steps How Can A Company Have A Profit After A Net Loss? How To Calculate The Depreciation Tax Shield Interest Tax Shield Example Interest Tax Shield Calculator In the fixed debt scenario, the project’s […]