„ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააარსა“ – სოსო გოგაშვილი

3,143 წაკითხვა

ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დააარსა – ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა. მისი თქმით სირცხვილია, როდესაც დაღუპული ქართველი სპეცრაზმელის ვანო გოგაშვილის სტიპენდია არ არსებობს და მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიას აარსებენ.

„განზრახვა ჰქონდა მას, რადგან ნაციონალური მოძრაობა მუშაობდა, რომ ეს ადამიანი გამოეყენებინა და იყენებს კიდეც, ფაქტობრივად მარიონეტად ჰყავთ გადაქცეული. მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ თავისი მეუღლე ჩართო ამ პროცესებში. ჩვენდა სამარცხვინოდ, ამ უტიფარმა ქალმა მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდია დაარსა და რამდენიმე სტუდენტს აძლევს ამ სტიპენდიას. მე უბრალოდ მაინტერესებს ვინ არიან ის ოჯახები, რომლის შვილებიც ამ მაჩალიკაშვილის სტიპენდიას იღებენ, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვანო გოლაშვილის სახელობის სტიპენდია არ გვაქვს. უკვე რომანტიზმში გადააქვთ მაჩალიკაშვილი. მე საერთოდ არ მინდა ეს გვარი ვთქვა. ძალიან კარგი გვარი აქვს, ღირსი არ არის ქართული გვარი რომ ატაროს. ტერლოევია და იყოს ტერლოევი…“ – აცხადებს გოგაშვილი.

Next Post

„ქართული ოცნება“ ოქტომბერში არჩევნებს წააგებს“ - გიორგი ვაშაძე

ორშ თებ 17 , 2020
3,143 წაკითხვა„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, 18 თებერვალს ოპოზიცია პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, აქცია დილით 10 საათზე დაიწყება. „ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად […]

შესაძლოა მოგეწონოთ