,,და… მერაბიშვილი უკვე “ოპოზიციაშია!”-ხდება ის, რაც დავწერე..“

2,292 წაკითხვა

რა სასაცილოა!
რა დღეშია ხელისუფლება და მისი რუპორი ტ/კ “იმედი”…

ერთად შეკრული ოპოზიცია, როგორიც უნდა იყოს იგი, ყოველთვის საშიშია ხელისუფლებისათვის, – ყოველთვის!
ყველა ერთის წინააღმდეგ, სწორი პოლიტიკური თამაშისას, იმ ერთს ცხადია, ყველგან და ყოველთვის, დაამარცხებს!

და… მერაბიშვილი უკვე “ოპოზიციაშია!”
მის კანონსაწინააღმდეგო გამონათქვამს კი ყოველ 15-20 წუთში “ქოქავს” ეს არასერიოზული ტელევიზია “იმედი”
და “ადუღებს” ჭიქაში სიტუაციას… 

ცხადია, არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი არ/ვერ დაჯდება მერაბიშვილის გვერდით, რადგან… მან თავისი გაიარა და პოლიტიკური თვალსაზრისით ამოწურულ/ დასრულებულია…

მაშ, რა ხდება?!
ხდება ის, რაც დავწერე – ოპოზიციას “გასკდომამდე” მიიყვანენ, თუმცა, შტრეიხბეკერები და “ვიგოდნიკები” ამ კატეგორიას არასდროს აკლდნენ.
ასეა, ეს საქართველოა!
ეს ტექნოლოგია წარმატებით მუშაობს 1995 წლიდან!

დემურ გიორხელიძე

Next Post

“სქაი კლუბში” დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა

ორშ თებ 24 , 2020
2,292 წაკითხვა“სქაი კლუბში” დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა. შეკვეთილი სასმელების ჩამონათვალშია – შამპანიური ცქრიალა ღვინოც, რომელზეც ტურისტები ამბობენ, რომ არ შეუკვეთავთ. არასწორი ქვითარი და მუქარა პროტესტის გამო – ამ ბრალდებებზე საუბრობს დღეს კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. ალექსანდრე გიორგიძე, რომელიც ბიზნესმენებს თბილისში გიდობას უწევდა, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების დასჯას ითხოვს. “სქაი კლუბის” მთავარი მენეჯერი, რომელიც 20 […]