“ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი, რომ მაინც შეამოატანინა კორონავირუსი“

2,715 წაკითხვა

ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი, რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე, სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ, არ გიშველით არც ეს ვირუსომანია.

შალვა ნათელაშვილი

 

Next Post

დაიბანეთ ხელები, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ - ტრამპის რეკომენდაციები

ხუთ თებ 27 , 2020
2,715 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს. „დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ “,-აღნიშნა ტრამპმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა. „მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს“,-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა. ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ყველაზე უარესი შემთხვევისთვის“. „მე […]

შესაძლოა მოგეწონოთ