„მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო“ – ნინო ლომჯარია

2,877 წაკითხვა

საქართველოს სახალხო დამცველი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ გაჩენილ პანიკას ეხმიანება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს:

“დავმშვიდდეთ მეგობრებო, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო. პრევენციული ზომები მივიღოთ და თავს, ერთმანეთს და ქვეყანას გავუფრთხილდეთ! პანიკა სრულიად უადგილოა და მაღაზიების გამოცარიელება! კიდევ იქნება სხვა შემთხვევებიც და ყველა გამოჯანმრთელდება! ამას უჩვენებს სტატისტიკა და დინამიკა. პირბადეც უფრო მან უნდა ატაროს, ვისაც სიმპტომები აქვს, თორემ იმდენს მაინც ვერ ვიყიდით, რაც დღეების და კვირების განმავლობაში 1 ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. უფრო ეფექტურია ხელების ხშირი დაბანა.

ჩვენი მხარდაჭერა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს და კიდევ მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის.”- წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქში.

Next Post

ევროპარლამენტი კორონავირუსის გამო, პლენარული სესიების ვირტუალურად ჩატარების საკითხს განიხილავს

პარ თებ 28 , 2020
2,877 წაკითხვაკორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი განიხილავს, რომ შეხვედრები და პლენარული სესიები სატელეკომუნიკაციო საშუალებით ჩატარდეს. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. ”ეს სერიოზულად განიხილება. ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება უახლოეს დღეებში, ”-განაცხადა სპიკერმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმ, ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა განაცხადა, „საბედისწერო შეცდომა“ იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, მიიჩნიოს, რომ მას ახალი კორონავირუსი თავს არ დაატყდება, ხოლო მდიდარი ქვეყნები, რომლებიც იფიქრებენ, რომ უფრო უსაფრთხოდ არიან, სიურპრიზებს უნდა […]