ერდოღანი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

1,625 წაკითხვა

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მოსკოვში პუტინსა და ერდოღანს შორის მოლაპარაკებები თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერდოღანი-პუტინის გადაწყვეტილებით, სირიის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვიან ღამით ამოქმედდა. გარდა ამისა, შეთანხმების ფარგლებში იდლიბში უსაფრთხოების კორიდორების შექმნა და 15 მარტიდან რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირების დაწყება დაანონსდა.

Next Post

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

პარ მარ 6 , 2020
1,625 წაკითხვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.  ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია  პირადად ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა. შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. წყარო: “პრაიმტაიმი”