„არ ვეთანხმები, ვაკრიტიკებ მაგრამ, დავემორჩილოთ, რომ გადავრჩეთ“ – ნიკა გვარამია

2,073 წაკითხვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

„არ ვეთანხმები, ვაკრიტიკებ და ვცდილობ, შევაცვლევინო მთავრობას ბევრი რეგულაცია და მიდგომა.

მაგრამ, ვემორჩილები, არ ვარღვევ წესებს. გინდა სწორად მიმაჩნდეს, გინდა არასწორად, ვიცავ დადგენილ წესებს, ვიცავ, იმიტომ რომ, ასე დაადგინა იმან, ვინც პასუხისმგებელია, ებრძოლოს ეპიდემიას.

შეცდომები გავარჩიოთ, ავწონოთ და პასუხი ვაგებინოთ მერე. ახლა დავემორჩილოთ. დავემორჩილოთ, რომ გადავრჩეთ.

მაგრამ შევეგუოთ ერთსაც: ჩვენ ვიცავთ დადგენილ წესებს, იმის მიუხედავად, ვეთანხმებით და მოგვწონს თუ არა, მთავრობამაც უნდა აიტანოს ჩვენი კრიტიკა, ეთანხმება და მოსწონს თუ არა – ესეც წესია, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. დავემორჩილოთ, რომ გადავრჩეთ.“

Next Post

„მე გაგაფრთხილეთ და რასაც მოიწევთ, თქვენს თავს დააბრალეთ!“- ბონდო მძინარაშვილი

ხუთ აპრ 2 , 2020
2,073 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რა ტაძრები უნდა დაიკეტოს, ხალხო?! ამ სექტანტებს ვინ ეკითხება, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმეს?! – როგორ შეიძლება აღდგომის მძიმე მარხვაში, მით უმეტეს, აღდგომისწინა ვნების კვირაში ტაძრების დაკეტვა?! წაიკითხეთ პატრიარქის მიმართვა: ყველაფერი განსაზღვრულია! და თავი დაანებეთ ეკლესიასთან ბრძოლას! თავი დაანებეთ! მე გაგაფრთხილეთ და რასაც მოიწევთ, თქვენს თავს დააბრალეთ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.