მაია ნიკოლეიშვილის მიმართვა თანამოქალაქეებს

1,927 წაკითხვა

ექიმი, სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს, რომ შექმნილი ვითარების პირობებში, სტრესი, შიში და აგრესია, უფრო მეტად ანგრევს ნერვულ და იმუნურ სისტემას.

“სიმშვიდე, ძვირფასებო! შიში, სტრესი, აგრესია ყველაზე მეტად “ანგრევს” იმუნურ და ნერვულ სისტემებს.

როგორმე შევძლოთ, და დავმშვიდდეთ. რაც ადამიანურ შესაძლებლობებშია, იმას ხელისუფლება გვიკეთებს, ჩვენ დავიცვათ დადგენილი იზოლაციის წესები და უფლის მფარველობის გვწამდეს. დასაჯარიმებელს პოლიცია დააჯარიმებს.

მოვთოკოთ, ძვირფასებო, ნერვები! თუ შეცდომა დაუშვეს, ვერ გააცნობიერეს საფრთხე, იქეიფეს და დასნებოვნდნენ, ქეიფის დაუშვებლობაზე მივუთითოთ, სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ, ვთხოვოთ, დავუყვავოთ, პერსონალურად ნუ გავლანძღავთ!

“დასასჯელია”, “ჩასაქოლია”, ღორები” “გიენები”, “ველური ძაღლები”-ანგარიშსწორების დრო არ არის, აჟიტირებული, დაუნდობელი, ჩაქოლვის შემძლე ბრბოს წევრივით ნუ გავვეშდებით. . .

განსაცდელშია კაცობრიობა, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში ვართ, უფლის აღდგომის მოლოდინში ვართ, ყოვლად უჩვეულო სიტუაციაში ვართ.
ამ განსაცდელის ჟამს ჩაფიქრების და გადაფასების დროა, მეტი სიკეთის დროა! რჩევის, დაყვავების, და არა მუქარის, ლანძღვა-შეურაცხყოფისა და ისტერიულობის!
სიკეთე, სიმშვიდე და გონიერება მოგვეცი, უფალო!”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Next Post

81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ეპიდკერა არ იცოდა

კვი აპრ 5 , 2020
1,927 წაკითხვაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი 81 წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ცხელების ეპიზოდები აღენიშნებოდა. რატიანის განმარტებით, ახალგაზრდა ამ დროისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდება. „რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. […]