პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა

1,180 წაკითხვა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მწერალი ეკა ტოგონიძე წერს.

„უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა.
სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი.
რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს.
ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.
ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი…

შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე.
შეხვედრამდე” – წერს ეკა ტოგონიძე.

Next Post

“საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება”

ორშ აპრ 6 , 2020
1,180 წაკითხვასაქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტების მხირდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებებისა და იმის, თუ რა არის უმეტესად სიკვდიალინობის გამომწვევი. მინისტრის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ სწორედ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად განვითარებულია პნევმონიები. ტიკარაძე ამბობს, რომ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის მაგალითზე მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები, […]