“საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება”

1,307 წაკითხვა

საქართველოში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრა იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალისტების მხირდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებებისა და იმის, თუ რა არის უმეტესად სიკვდიალინობის გამომწვევი.

მინისტრის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ სწორედ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად განვითარებულია პნევმონიები.

ტიკარაძე ამბობს, რომ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის მაგალითზე მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები, რის გათვალისწინებასაც გეგმავენ.

ტიკარაძის თქმით, ასეთია სწორედ 60 წელს ზევით მოსახლეობის პნევმოკოკის ვაქცინით აცრა.

„რაც შეეხება ხანდაზმულებს, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია და ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ ,– განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

„ამ ეტაპისთვის გვაქვს კონრეტული რაოდენობა და ასევე სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ, განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში “ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავი2-ის ეთერში.

Next Post

საქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის სპეცრეისით 18 აპრილს ჩამოიტანენ

ორშ აპრ 6 , 2020
1,307 წაკითხვასაქართველოში წმინდა ცეცხლს Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. საქართველოში წმინდა ცეცხლი ტრადიციულად Georgian Airways-ის რეისით ჩამოჰქონდათ, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო, ისრაელის მიერ, ისევე, როგორც საქართველოს მიერ, რეგულარული ფრენები შეჩერებული იყო. როგორც ირკვევა, ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება, რომელიც საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს ის მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ. აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე […]