მამა ანდრია კორონავირუსით ინფიცირებული მღვდლის ვინაობას ამჟღავნებს და მას „ბნელს“ და „უვიცს“ უწოდებს

1,365 წაკითხვა

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირის ვინაობას საჯაროდ წერს და მას „ბნელს“ და „უვიცს“ უწოდებს:

„როგორც ცნობილი გახდა, ვერის ტაძრის მღვდელმსახური (იოანე ღვთისმეტყველში) მღვდელი გიორგი პაპავა დაინფიცირდა კორონა ვირუსით, მრევლის თქმით ბზობასაც ქონდა ადამიანებთან შეხება, რაც საყურადღებო და საგულისხმოა. მღდელმთავარ იაკობის სიქადულმა: ყველა კლასტერი არსებობს და ეკლესიის კლასტერი არა გვაქვს!!! ასე იცის სიბნელემ, სიუვიცემ და უსიყვარულობამ! ფარისევლებმა რიგორიზმით ის გააკეთეს, რომ ქრისტე აცვეს ჯვარს… იაკობისნაირი ხალხი კი საქართველოს მოსახლეობას ,,აცვამენ” კორონა ვირუსზე… ღმერთი ყოველ ნაბიჯზე გვამდაბლებს მათი უგუნურების გამო!!! ღმერთმა დალოცოს ეს მღვდელი… “ – წერს მამა ან დრია სარია.

კომენტარებში მამა ანდრიას ეკითხებიან, რამდენად სწორია ინფიცირებული მღვდლის ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება, რაზეც მღვდელმონაზონი პასუხობს:

„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის… მითუმეტეს მღვდელს ევალება ღიად ისაუბროს ამაზე…“ – პასუხობს სარია.

Next Post

„ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს“ – მამა თეოდორე გიგნაძე

სამ აპრ 14 , 2020
1,365 წაკითხვა„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ უფრთხილდება ქვეყნის მოსახლეობას. მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომ იმ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც მსოფლიოში პანდემიის სახე მიიღო და ჩვენთან, საბედნიეროდ, ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ მოქალაქეები, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები“, – ამის შესახებ მამა თეოდორე გიგნაძემ მრევლის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის […]

შესაძლოა მოგეწონოთ