„მე, თენგიზ ცერცვაძე, ვიღებ პასუხისმგებლობას და კატეგორიულად ვაცხადებ..“

2,558 წაკითხვა

მე, თენგიზ ცერცვაძე, ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და კატეგორიულად ვაცხადებ, სახელმწიფო არაფერს არ მალავს, ეს ციფრები სწორია და ამაში საზოგადოებამ არავითარი ეჭვი არ უნდა შეიტანოს , – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ის თვითონ არის ჩართული პროცესებში და გამოკვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ლაბორატორიაში კეთდება, შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ციფრები სწორი არ იყოს.

„საერთოდ არ არის იოლი რაიმეს კატეგორიულად გაცხადება, იმიტომ რომ 100%-იანი ჭეშმარიტება არ არსებობს და შეიძლება, ყველა რაღაცაში შევცდეთ. ეს ის შემთხვევაა, როცა მე, თენგიზ ცერცვაძე, ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ 100%-იანი პასუხისმგებლობით და ეს გამოჩნდება, როცა ეს აღდგომის დღესასწაულები გადაივლის, ვინაიდან, მე თვითონ ვარ ჩართული ამ პროცესებში და გამოკვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ლაბორატორიაში კეთდება, პლუს, ყველა ინფიცირებულის ინფორმაცია ჩემთან მოდის და ყველა პაციენტის მკურნალობას ქვეყანაში ჩვენ ვუწევთ კურირებას. გამორიცხულია, რომ ეს ციფრები არ იყოს სწორი. შესაძლოა, აქ რომ ვზივარ, ერთი, ან ორი შემთხვევა გაჩნდა, მაგრამ პრინციპულად, კატეგორიულად ვამბობ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო არაფერს არ მალავს, ეს ციფრები სწორია და ამაში საზოგადოებამ არავითარი ეჭვი არ უნდა შეიტანოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ipn

Next Post

„ერო, შე აღფრთოვანებულო! გიხაროდენ!“ - დემურ გიორხელიძე

შაბ აპრ 18 , 2020
2,558 წაკითხვაბიძინას ნამდვილად უნდა ეამაყებოდეს, ”კადრშერჩევის დიდოსტატია!”  წააკითხეთ მისი კადრის ნააზრევი: ”იესოს გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია სახელდებაო და… პარალელი გაავლო – ახლანდელი ფარისევლებიც ადამიანებს ამისთვის იმეტებენო”. უუუჰ, შე მიგნებულო, შენა! ერო, შე აღფრთოვანებულო! გიხაროდენ!.. ისე, ჩვენში დარჩეს და… რავალი აპროქსიმაციაა, ჰა?! ნუ, პირველი მესმის – ავადმყოფობის ისტორია აქვს ნანახი… “იმხელაზეა ატყორცნილი “ბანჯგვლიანი ხელის” მიერ, რა საბუთი გინდა, ვერ შეწვდეს… მიწას გახეთქავდა […]