„თუ მიშამ უკრაინაში წარმატებას მიაღწია, ეს „ქართული ოცნებისთვის“ სრული კატასტროფა იქნება“

3,406 წაკითხვა

„თუ იმის უნარი არ გაქვს, რომ სხვის ტყუილზე შენი სიმართლე დაამტკიცო, მაშინ რა გინდა ხელისუფლებაში?! ესეც სუსტი არგუმენტია“ აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი, მისი თქმით, თუ სააკაშვილმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, ეს ოცნებისთვის კატასტროფა იქნება:

„თეორიულად რომ დავუშვათ, მიშამ უკრაინაში წარმატებას მიაღწია რეფორმების თვალსაზრისით, ეს „ქართული ოცნებისთვის“ სრული კატასტროფა იქნება. იმიტომ, რომ ისინი ამტკიცებენ, მიშამ მხოლოდ დანგრევა იცის და არაფერი გაუკეთებია.

ხელისუფლებისთვის მიშას ვიცეპრემიერობა სერიოზული დისკომფორტი და სერიოზული რისკებია, მაგრამ ის რეაქცია, რაც ხელისუფლებამ მისცა ამ საკითხს, არასწორია.

მას შეეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს დიპლომატიურ ფარგლებში და არ უნდა გამოდიოდეს საჯაროდ. მათ შეეძლოთ გამოეხატათ გაკვირვება და შეეხსენებინათ, რომ ამ ადამიანს მისჯილი აქვს პატიმრობა, მაგრამ როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმით დაიწყო საუბარი მაშინ, როდესაც ჯერ ისიც არ ვიცით, დანიშნავენ თუ არა, როდესაც ემუქრები ათჯერ დიდ ქვეყანას, შემდეგი ნაბიჯიც უნდა გქონდეს გათვლილი. დავუშვათ, უკრაინამ არ გაითვალისწინა, მერე რას აპირებ? ბავშვების ფეხების ბაკუნში გაატარებენ?!“

Next Post

„ჩემი მინისტრობის დროს, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფინანსური დახმარება არ მიგვიღია“ - ვანო მერაბიშვილი

ოთხ აპრ 29 , 2020
3,406 წაკითხვა„ჩემი მინისტრობის დროს, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ფინანსური დახმარება არ მიგვიღია“- ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქ გადაცემა „სთორი“-ში ჩართვისას განაცხადა. წამყვანი დაინტერესდა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ პატრულის რეფორმის დაფინანსება ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, რაზეც მერაბიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი მინისტრობის დროს რაიმე ტიპის ფინანსური დახმარება არ მიუღიათ.  

შესაძლოა მოგეწონოთ