თაკო ჩარკვიანი ქეთი დოლიძეს – „იდიოტურ კითხვას სჯობს მიხვდე..“

3,308 წაკითხვა

პარტია „კანონი და სამართალი“-ს თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანი, კინორეჟისორ ქეთი დოლიძეს მიმართავს:

„ვინმეს – „ზოგიერთს“ თუ ჰგონია, რომ ღალატი საკუთარი ქვეყნის, მეგობრის, ახლობელი ადამიანის, გარდაცვლილი მეგობრის, შეფურთხება სახელის, უანგარო სიკეთის ( სიკეთე მხოლოდ უანგარო არსებობს, დანარჩენს ანუ ანგარებიანს – გარიგება ჰქვია და არა სიკეთე) მეგობრის ხსოვნის ღალატი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მათი ანუ იმ მეგობრისთვის – მათთვის განკუთვნილი ღალატია – ძალიან ცდება, რადგან ღალატის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ღალატობ, ღირებულებებს ღალატობ ( თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა)

ასე რომ ყველა მთავრობის ერთ საყოველთაოდ „ცნობილ“- „კუკარაჩას“ შევახსენებ: რომ ღალატის დროს საკუთარ თავს ღალატობ, სხვას კი არა?! მხოლოდ საკუთარ თავს- მხოლოდ! ღალატი სხვისი არ არსებობს – საკუთარი თავის ღალატია ის, შენ , რომ სხვისი ღალატი გგონია! (როგორც ჯანუკი გეტყოდა – ჯიგარო)

სამწუხაროა და ბოლოს ჯანსუღის სტრიქონებს შეგახსენებ 70-იანებში დაწერილს (ერთ გამყიდველ კაცს- გამაღალჩინოსნებულს მიუძღვნა):

„გული ჩემი ბატკანივით შემოგწირე შენ, დადიხარ და დადიდგულობ
სხვანაირად სტვენ, ყველაფერში გაყიდულო „ამხანაგო N “

P.S – თაკო იმისტი – ხარ ? – ამისტი  ხარ?! აი ამ სისულელეს – იდიოტურ კითხვას სჯობს მიხვდე( ასაკში მაინც მიხვდე) რომ ერთი რამ არსებობს და იმას – საქართველოისტი ჰქვია, მაგრამ რა იცი ეგ შენ, ან რაღა დროის სწავლააა – უკვე, რადგან ” ოლიგარქის ქველმოქმედება გადევს ბორკილებად“ – დასანანია! დაიმახსოვრე – ქველმოქმედება არ შეიძლება ანგარებიანი გარიგება იყოს“- წერს თაკო ჩარკვიანი.

Next Post

ორი არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

პარ მაი 1 , 2020
3,308 წაკითხვათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დ.რ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში ქ.თბილისში, არასრულწლოვან ძმებს – ე.ჩ.-ს და დ.ჩ.-ს დ.რ.-სთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.რ.-მ საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით,  ჯერ დ.ჩ.-ს ესროლა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ