სააკაშვილი თანამდებობას მომავალ კვირაში დაიკავებს

4,172 წაკითხვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა გახდეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში და ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი.

„იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გავარკვევთ ამ ინფორმაციას და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს, თუ ბატონი სააკაშვილი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას რეფორმირების კუთხით“ – განაცხადა პრეზიდენტი ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილემ კირი ტიმოშენკომ Украина 24-თან ინტერვიუს დროს.

ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს censor.net-ი.

Next Post

„სამივე უძლიერესი ბრძანდებით და იმედი გვაქვს, თქვენც არ დატოვებთ მთავარს”

პარ მაი 1 , 2020
4,172 წაკითხვადიკო ჯოჯუამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში ნათია ტრაპაიძესა და გიგლა თუმანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ასეთი წარწერით – აქ რაც უნდა ეწეროს, მხოლოდ ჩვენ ვიცით. ფოტოს უკვე უამრავი მოწონება და გამოხმაურება აქვს. „სამივე როგორ მომენატრეთ“ „თქვენ როდის მიდიხართ“ „ყველაზე მაგრები მთელ სატელევიზიო სივრცეში!!!“ „სამივე უძლიერესი ბრძანდებით და იმედი გვაქვს, თქვენც არ დატოვებთ მთავარს“ – წერენ ფეისბუქში.