„უტიფარია და დეგენერატი, ვინც მას უსმენს ის მაგაზე დეგენერატია“ – ლევან ბერძენიშვილი

2,959 წაკითხვა

ოცნებას დაპირებების შესრულება მოუწევს – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი  „წინააღმდეგ შემთხვევაში, წააწყდებიან გააფთრებულ ახალ ტალღას, რომელსაც ვეღარ გადაიტანენ“.
– საელჩოების განცხადების შემდეგ როდესაც ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ეს განცხადება არის ის, რასაც ჩვენ ვიძახდით, კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ ყოფილაო, ეს რას ნიშნავს?
– უტიფარია და დეგენერატი, თორემ… ვინც მას უსმენს და მაგის სჯერა, ის მაგაზე დეგენერატია. ესაა სულ. გასაგებია, რომ საელჩოებმა თქვეს სათქმელი – ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად… ყველა ენაზე გასაგებად, რომ საკითხი იყო დასმული და დადებითად გადაწყდა. იყო ხსენებული გვარები. ეს ყველაფერი ითქვა ბევრჯერ. ხომ გეუბნებით, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, მოატყუონ მოსახლეობა.
– ხომ არ გგონიათ, რომ თავის დროზე ოპოზიციამაც დაუშვა შეცდომა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს, წარსული გამოცდილების მიუხედავად, მაინც ენდო და კონკრეტული გვარები და დათქმები არ ჩაუწერა სიაში?
– არა. უკაცრავად, მაგრამ ახლა ეგ მე როგორ გითხრათ?! როდესაც ამ საკითხს არკვევდნენ უცხოელი პარტნიორები, მაშინ ოპოზიციას რა შეეძლო?! კონკრეტული გვარები ჩავწეროთო და ა.შ. ცოტა არადამაჯერებელი იქნებოდა. ის, რასაც მაშინ მივაღწიეთ, სრულიად საკმარისი იყო.
რაც შეეძლო გაეკეთებინა, ის აღარ გააკეთა. საერთოდ, თავად თქვეს, პროპორციულ სისტემას გავაკეთებთო და იმაზე თქვეს შემდეგ უარი… არანაირი შეცდომა ოპოზიციას არ დაუშვია.

Next Post

„ნაციონალური მოძრაობის“ უარი ტვ „პირველს” – (ვიდეო)

ხუთ მაი 14 , 2020
2,959 წაკითხვაგადაცემა რეაქციის „სტუმარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, ნახევარი საათით ადრე პარტიიდან დარეკეს და განუცხადეს, რომ სტუმარი აღარ მივიდოდა მათთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

შესაძლოა მოგეწონოთ