სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

1,453 წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“,- განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Next Post

სამი არჩევანი ივანიშვილისთვის

ორშ მაი 18 , 2020
1,453 წაკითხვაპარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. „ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ