26 წაკითხვაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და […]

29 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9279 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9421 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი […]

31 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. „ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა. „ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და […]

35 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა. „3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა […]

34 წაკითხვა„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია […]

42 წაკითხვასაქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან. „საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია […]

40 წაკითხვადე- ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი საუბრის რაიმე ფორმატი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება – კონსულტაციები ჯერჯერობით შემოსაზღვრულია მხოლოდ ჟენევის ფორმატით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას ონლაინ შეხვედრა პოლიტიკის ცვლილების მანიშნებელი არ არის. „შამბას დამოკიდებულება აბსოლუტურად განყენებულია იმ პოლიტიკისგან, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და რომელიც პრაქტიკულად კონსენსუსურია. ამ ორი […]

54 წაკითხვაპარლამენტმა მეორე მოსმენით – 81-ხმით ერთხმად დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს. როგორც ინჯიას მიერ წარდგენილ კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს კონსტიტუციური უფლება შეეზღუდებათ – მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და […]

56 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ მოერევა იმ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვისაც პარტიასთან ერთად ბრძოლა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა. „ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც […]

53 წაკითხვაკრემლი აცხადებს, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს. “ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული […]