223 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც არ გამორიცხა “ახალი ინიციატივები”. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა. განცხადების თანახმად, საუბრისას ასევე თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნა განხილული. “საუბრისას ასევე […]

160 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა “სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე. სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა […]

96 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე […]

96 წაკითხვარუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში […]

138 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ერთ-ერთ პორნოვარსკვლავს თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი […]

169 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, – განაცხადა პრჟიდაჩმა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.

132 წაკითხვამანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. ამასთან, CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპს […]

127 წაკითხვადასავლეთი უკრაინის კონფლიქტის უშუალო მონაწილეა, მის გარეშე ის დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც თავად უკრაინელი ლიდერები ამბობენ, თუ არ იქნება უკრაინაში მზარდი შეტევითი იარაღის მიწოდება, ისინი წააგებენ. „ეს დამახასიათებელი აღიარებაა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა. მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის […]

221 წაკითხვარუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპეტენცია რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა სიტუაცია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას ეხება, რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ამ კონტექსტში მან გაიხსენა გერმანიის იუსტიციის მინისტრის სიტყვები, რომ თუ პუტინი მის ქვეყანაში შევა, დააპატიმრებენ. „მოდით წარმოვიდგინოთ – გასაგებია, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც არასოდეს […]

172 წაკითხვასავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოს შენობაზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან „ონიქსის“ ზებგერითი რაკეტის წერტილოვანი გამოყენება , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი, საშინელი შედეგები ექნება საერთაშორისო სამართლისთვის. „ეს არის საფუძვლების, სამართლის პრინციპების კოლაფსი, მათ შორის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის პოსტულატების”, – აღნიშნა […]