140 წაკითხვასააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ. […]

106 წაკითხვასამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია. „პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, […]

151 წაკითხვაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დესტრუქციული და ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმაოს და შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანოს. მან პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დასკვნითი სიტყვის წარდგენისას პოლიტიკურ ოპონენტებს აღარ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც შვილებს ეხებიან. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ასეთი საქციელი ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია. „ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული […]

165 წაკითხვაპარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. სესიის დახურვას მინისტრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, რომელმაც მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამასთან, მომავალი კვირიდან – 3 ივლისიდან პარლამენტში რიგგარეშე სხდომები გაიმართება. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს უკვე მიმართა.

232 წაკითხვაუკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. “[ნატო-ს] სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოდგომას უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მისი გაგრძელება არ შეეძლო ვინაიდან არტილერია არ ჰქონდათ. “ამ შემოდგომას კონტრშეტევა დავიწყეთ და შედეგი გვჭირდებოდა… გავჩერდით, ვინაიდან, შემდგომ სვლა არ […]

263 წაკითხვასაგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლის ძალა შეასუსტა და ევროკავშირი უფრო დიდი რისკებისთვის უნდა მოემზადოს რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობის გამო. ამის შესახებ BBC-ი წერს. „ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის, მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვმართებს, ჩვენ ძალიან კარგად გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე […]

217 წაკითხვამთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი […]

314 წაკითხვა„ქართული ოცნება” არის მოძალადე ხელისუფლება, ოღონდ ამოფარებულია რიგით მოქალაქეებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც უკვე ქუჩაში აღარ ერიდებიან დაპირისპირებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. თამარ კორძაიას მოსაზრებით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება ერთ მომენტში სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს. „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს აპირისპირებს ერთმანეთს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ის გადის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ […]

220 წაკითხვასაქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ შეეშინდებათ. ამასთან, სააკაშვილის თქმით, ახლა საარჩევნო სიებში ადგილის გაყოფის დრო არ არის და ძალიან უკვირს ამას რომ უყურებს. „მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის […]

223 წაკითხვააინტერესებდათ, როგორ ხორციელდება შესაბამისი ინსტიტუციების მიერ სანქციების პოლიტიკის აღსრულება – ეს გამოცდილება საინტერესო იქნება მათთვის, რათა იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე, ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და […]