321 წაკითხვანაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ, 22 დეკემბერს ჩანიშნულ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა: “22 დეკემბერს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თუ არა, აქვს მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, თუ ეს უფლებები ქვეყანაში საბოლოოდ გაუქმებულია. მე არაერთხელ ვთქვი, რომ […]

118 წაკითხვა“სირცხვილია კაცი ომიდან რომ გვთხოვს პატიმარი არ მოკლათო”- ასე ეხმიანება მიშა მშვილდაძე უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.  

121 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ. […]

88 წაკითხვასალომე ზურაბიშვილის ძმამ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და საზღვარგარეთ, მის სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე! წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა . დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი […]

162 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საკითხს მხოლოდ ვაშინგტონიდან ერთი ზარი გადაწყვეტს. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

85 წაკითხვასანამ, მიხეილ სააკაშვილი არ მოხვდება შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს აღარ დაემუქრება საფრთხე და სამწუხაროდ, ასეთი გარემო ამ ქვეყანაში არ არის. “ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენით და ქართული საზოგადოება დიდ სირცხვილს აირიდებს თავიდან”- თქვა კირკიტაძემ 20 დეკემბერს.

86 წაკითხვა“პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ‘- წერს ხატია დეკანოიძე და ეხმიანება მის განცხადებას საქართველოს მთავრობისადმი, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ. “პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ომში მყოფი პრეზიდენტის ჩართულობა სააკაშვილის საქმეში და მიმართვა არის გზავნილი ცივილიზებული სამყაროს მიმართაც. მსოფლიო ლიდერების ზელენსკიზე სწორება იქნება მიშას საქმეშიც სასიცოცხლო. მე ამის სულ მჯეროდა. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის”– წერს დეკანოიძე.

134 წაკითხვა„სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა მისი მოკვლის ან დაინვალიდებისათვის სჭირდებათ“! როგორც ჩანს ეს სცენარი შემუშავებულია და საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ!”- ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში: “გამორიცხული არაფერია, ამის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან ჭკუიდან გადასული მიშა არავის სჭირდება, ხოლო საქართველოს საწინააღმდეგოდ და სიტუაციის ასარევად, გარდაცვლილ ან „ბოსტნეულად“ ქცეულ სააკაშვილს ეფექტურად გამოიყენებენ. ამ ვერსიის დამადასტურებელი ფაქტორი ის არის, […]

132 წაკითხვარა ქნა ბიძინა ივანიშვილმა, რუსებს ტანკები უყიდა, თუ დროშა აღმართა? – განაცხადა მიხეილ მესხმა 19 დეკემბერს, “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც შეაფასა ოპოზიციის განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაუგებარია, რა მიზეზით ერჩიან ივანიშვილს და რა არგუმენტები აქვთ როდესაც ამბობენ, რომ ის პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, იმ ფონზე, როდესაც, მისივე თქმით, ელენე ხოშტარია ფინანსებს რუსეთიდან იღებს.

138 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა. “მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს […]