204 წაკითხვაშიმშილობის მე -5 დღე სრულდება. ეს ახალი გამოცდილება არის ჩემთვის. ფსიქოლოგიურად მზად შევხვდი ამიტომ ჩემი ფიზიოლოგიაც ჩემს ცნობიერს დაექვემდებარა.”– წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში. “ჩემი შიმშილობა არ არის არც მსხვერპლშეწირვა და არც მოლოდინი იმის, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მოთხოვნა უპირობოდ შესრულდება რუსული ოცნების მიერ. ჩემი შიმშილობა უკიდურესი პროტესტის გამოხატვა არის – ქვეყანაში გამეფებულ ზიზღზე, ბოღმაზე, […]

199 წაკითხვაირაკლი ბათიაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ქრისტიანული და პოლიტიკურად პრაგმატული იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გაუშვებენ უცხოეთში და ამ ჟესტით საქართველოს ხელისუფლება კოზირს დაიჭერს ხელში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. “მინდა ჩემი აზრი გამოვხატო როგორც ამ ხელისუფლების მიმართ ნამდვილად კეთილისმსურველმა, რომ ნამდვილად მიზანშეწონილად მიმაჩნია, პრაგმატულ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ქრისტიანული შემწყნარებული თვალსაზრისითაც, რომ გავუშვათ ეს კაცი სამკურნალოდ საზღვარგარეთ. ეს იქნება ნამდვილად სწორი ნაბიჯი, რითაც […]

100 წაკითხვალალი მოროშკინას განცხადებით, მან იცის ის მიწები კახეთში, რომელიც ევროპელი დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაურიგდათ. ამის შესახებ მან 17 დეკემბერს, “ალტ-ინფო”-ს ეთერში ჩართვისას თქვა. “პირადად მე ვიცი, სად, რა და რამდენი მტკაველი აქვთ გადაცემული სააკაშვილისგან. პირადად მე ვიცი ის ძალიან ცნობილი სახეები, რომლებიც დღეს ტელევიზიაში ყელყელაობენ, სანამ სააკაშვილი დაიწყებდა აბანოთუბნის განახლებას, მანამდე რამდენიმე ასეულ ლარად აქვს შესყიდული იმ […]

105 წაკითხვა“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “განა არ მოგენატრათ გამარჯვების გემოა? ღარ არის დრო ერთობის, გამარჯვების ყიჟინის დაცემის? არ მოგენატრათ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე გამარჯვება? არ არის დრო, გავიფორმოთ ევროკავშირის წევრობა და გავიმარჯვოთ ყველაზე, ვინც ამ მიმართულებით გვაბრკოლებს? – დიახ, დროა მოქმედების და დროა გამარჯვების”– წერს ხაბეიშვილი.

212 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრმა აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე თემურ ჯანაშია ამბობს, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. “მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა” – ამბობს თემურ ჯანაშია. ამ დროისთვის, პარლამენტში შიმშილობენ: ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია. მათი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.

165 წაკითხვაარ ვიცი საბოლოო ჯამში კარგია თუ ცუდი, (დრო გვანახებს ამას) მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში როგორც ვხედავ, არც ერთ მხარეს ერთი გონიერი ადამიანიც აღარ დარჩა, ისეთი ვისაც სიტყვა ეთქმის.”– წერს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში: “ორივე ჯგუფი სასაცილოდ გამოიყურება, სატირალი რომ არ იყოს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი თუ მათი ნაწილი ახლა პარლამენტში იქნება თუ პარლამენტის გარეთ. საქმეს ვერც შიგნით […]

111 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის მომხრეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის მიმდებარედ შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. სიტყვით გამოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, რომელმაც თქვა, რომ არ მისცემენ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მოკვლის უფლებას.

122 წაკითხვახელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითიც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. „გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგო კრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი […]

108 წაკითხვასაქართველოს გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე-წვდომის-არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგო რესურსების მიწოდების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა […]

103 წაკითხვამე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. მისივე თქმით, ქვეყნების ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნების ეკონომიკური და […]