289 წაკითხვაპარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან 40-ე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო და ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი შეიკრიბა. „ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს, საღამოს აღიარა ISFED -მა თავის ე.წ. შეცდომა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე ISFED -ის დონორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია […]

183 წაკითხვაევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია არ მონაწილეობდა რეკომენდაციების შესრულებაში. „ანგარიშში პოზიტიურადაა ის ნაბიჯები შეფასებული, რომელიც ჩვენ და ქვეყანამ გადავდგით და ამაში არის ძალიან წვლილი იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ […]

268 წაკითხვალიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფნა ბელარუსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ამისთვის მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს. მისივე თქმით, „ვაგნერი“ საფრთხის დამატებითი ფაქტორია, რომელიც არასტაბილურობას ქმნის და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. “ყველა ის არგუმენტი, რომ დასავლეთის დაზვერვას „თვალები“ აქვს ბელარუსშიც და რუსეთშიც, რომ ყველაფერს ხედავენ და ჩვენ შეიძლება მშვიდად ვიყოთ, რადგან არაფერი მოხდება […]

200 წაკითხვათუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირდება განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირადი კომერციული ინტერესი ჰქონდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამერიკა ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს, რადგან […]

282 წაკითხვასაქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – 11 მოვაჭრის მიერ, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფე-ბარებში, მხოლოდ უცხო ენაზე მომსახურებას. „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის” წერილის საფუძველზე, საცნობარო(კვების) მენიუ შედგენილია და მომხმარებელს არასახელმწიფო ენაზე მიეწოდება. შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში ასევე დასტურდება, რომ […]

147 წაკითხვაბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9%-იანი საგადასახადო განაკვეთით. „საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების […]

130 წაკითხვარუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.

119 წაკითხვასაქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს – რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით […]

118 წაკითხვაყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი! “ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა […]

155 წაკითხვარომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.   კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა: „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, – დასძინა მან. შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი […]