398 წაკითხვაგორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის საქმეზე მოდულის შენობაში ამ დრომდე იკითხება ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი. აუდიტმა გორის მერიაში საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა. „მთავარ არხთან“ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ ბუღალტერი მარტო არ მოქმედებდა. მისი თქმით, ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მექანიზმი თანამშრომლების 2 თვით, უხელფასო შვებულებაში გაშვება იყო. „ფაქტი ის არის, რომ ჩვენ 2 თვე წელიწადში გვიშვებდნენ უხელფასო შვებულებაში. გვქონდა ჩვენ ეჭვი, […]

569 წაკითხვასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. „უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული […]

385 წაკითხვასაქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, “ქოლცენტრების მფარველობის” შესახებ ცილისწამებად აფასებს. „მთავარი არხის“ იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. „სუს-ს ზოგადად აქვს წამოწყებული კამპანია კრიტიკული არხების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მაგალითად, არაერთი საჩივარია, მათ შორის საინტერესოა, რომ […]

717 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გელა აბულაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინდა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული […]

687 წაკითხვაპოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი, რომელმაც თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში სამონაზვნო პირზე იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის […]

499 წაკითხვასაქართველოს პროკურატურა მედიაში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განცხადებაში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ სიუჟეტში გასულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე იყო ჩატარებული, არაერთხელ გააჟღერა განზრახ ყალბი ინფორმაცია პროკურატურის მხრიდან უკანონო მოსმენების განხორციელების თაობაზე, რაც ხაზს უსვამს […]

402 წაკითხვაგორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ბიტკოინს და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სავარაუდოდ აღმოჩენილ მაინერებს ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. „გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. […]

808 წაკითხვათბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე, ნიკა გვარამიას მორიგი სხდომა გაიმართა. დისტანციურად გამოიკითხა “რუსთავი 2-ის” ყოფილი მფლობელი გიორგი ყარამანიშვილი. პროცესს ნიკა გვარამია და მისი ადვოკატი ესწრებოდნენ. „ვის წინაშეც ვიყავი ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. “რუსთავი 2″ დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან. არცერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ […]

602 წაკითხვამედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., […]

464 წაკითხვა“ნოდარ მელაძის შაბათმა” 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა. “გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი  და ვცდილობდი  სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის  მამას  გვერდით  საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული  გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა,” – წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში. ნანახის შემდეგ მამა […]