„გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს, ასაკის გამო. რუსი დიპლომატი 23 აგვისტოს 70 წლის ხდება. მის შემცვლელად კი სამი კანდიდატურა სახელდება და როგორც რუსული „კომერსანტი” წერს, მთავარი კანდიდატი ივან ვოლინკინია, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში საკონსულო დეპარტამენტის დირექტორია და რომელიც 2007 წელს საქართველოდან გააძევეს 2 რუს დიპლომატთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით. რა ბედი ელის კარასინი-აბაშიძის ფორმატს […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული კ.რ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 სექტემბერს, კ.რ.  ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ოქროს ყელსაბამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით  დანით,  სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა თ.ყ.-ს. სამართალდამცველებმა კ.რ. 2018 წლის 27 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის […]

„ლარის კურსი კატასტროფულ მდგომარეობაშია. შეიძლება ითქვას, ჩვენი ეროვნული ვალუტა და მისი გაცვლითი კურსი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკის სახეა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები გააკრიტიკა. ჭყონიას შეფასებით, კობა გვენეტაძის განცხადებიდან, რომ – „ქვეყანაში თავისუფალი გაცვლითი კურსია“ – მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ეროვნული ვალუტა მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. „ლარის […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრუწლოვანია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. […]

„რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია, რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი ,,რუსთავი2“-ის თემაზე ნამდვილი ყოფილა, მხოლოდ ამით ვხსნი მის დატოვებას ციხეში. სხვათა შორის, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ საბუთის ამბავს, დღეს დავიჯერე. ვისაც განსხვავებული მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე, თავებს ნუ დაიღლით სხვა რამის მტკიცებით და კომენტარებით, იმიტომ რომ რასაც ვწერ, […]

კადრები ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან. ვიდეომასალას ‘IMEDINEWS.GE ავრცელებს. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, არიან თუ არა დაღუპულები, მხოლოდ ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილია 7 ადამიანი, ერთს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

პენიტენციური სამსახური შაბათის კურიერის ანონსს ეხმიანება, რომელიც ციხეში პატიმრის გარდაცვალებას ეხება. „დღეს, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მიერ, შაბათის კურიერის ანონსში, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია 24 ივლისს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის – გ.ჯ.-შვილის შესახებ.  ანონსში ითქვა, თითქოს პატიმარი გლდანის ციხეში „აწამეს“, „თავი აქვს გადახსნილი“ და სხვ. სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს, მათ შორის მათ, ვინც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსახურობს, და […]

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. პროექტს ფრანგული კომპანია Eiffage-ი ააშენებს. “კომპანია პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage – ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშრაბით […]

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში შემდეგი სახი პოსტს აქვეყნებს: „ისევ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი – ჩემი ნება რომ იყოს, ეკლესიას და პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებას შევუწყვეტდი. ეკლესიას იმიტომ, რომ აცხადებენ, ამ თანხებს საგანმანათლებლო საქმიანობაში ვხარჯავთო და მთელი ცხოვრება ჩემს და ჩემი თანამოქალაქეების კისერზე რატომ უნდა ისხდნენ მაგალითად, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ან ვაჟა ლორთქიფანიძე, თუნდაც პროტოპრესვიტერი ზვიადაძე? ან თუნდაც სხალთის ეპოსკოპოსის დაარსებულ […]

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ცნობილია, ვანო ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს როგორც დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ე.წ.ვირთხას შეადარა, ასევე სხვა დროს საჯარო სივრცეში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გამოტანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა. “ეკა […]