საქართველოს ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, იღებენ პასუხისმგებლობას 9200 პატიმარზე. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, ციხეებში, მე მოგახსენებთ, რომ ციხეებში 10-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ არის სათანადო მოპყრობა პატიმრების მიმართ – ასე უპასუხა ,,ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
,,ერთადერთი რაზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი, ეს არის ადამიანის უფლების დაცვა ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ქონდეს მას ჩადენილი. მე გირჩევთ, რომ ეს აბსურდული ტერმინები ამოიღოთ თქვენი ლექსიკიდან, საკუთარ ლიდერზე, ამ სიტყვებით, რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცაზე მიმანიშნებელი და არ ვარგა ასე, ამ ყველაფერზე საუბარი.
როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეს, სჯობს სხვა სიტყვები გამოიყენოთ, სხვა მიმართულებით იმსჯელოთ ამ თემაზე. 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბროთ – ეს სირცხვილია. 400 დღე რა დღითი დღე მძიმდება. 400 დღე საუბრობთ ერთი კაცის სიკვდილზე, ეს აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამ კაცის მიმართ და გაანებეთ ამ კაცს თავი.
ეს აჩვენებს ყველაფრის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. თქვენი და თქვენი პარტია სიკვდილის საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას და არ შეიძლება. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომ არის თქვენი რეიტინგები დაცემული. ანუ, ყველა პარტიულ ტელევიზიას აქვს რეიტინგები სერიოზულად დაცემული და რატომ? სულ სიკვდილზე არ შეიძლება საზოგადოებას ესაუბრო, თქვენი მხარდამჭერებიც კი დაღალეთ. ჯერ ესაუბრებოდით ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიკვდილზე, ახლა საკუთარი ბელადის სიკვდილზე. დაანებეთ ამ ხალხს თავი,’’ – განაცხადა კობახიძემ.