ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა

773 წაკითხვა

ვაზისუბანში კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირს უკავშირდება. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ხმა 20 წუთის წინ გაიგეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯუფები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში, პირველ სართულზე, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი ცხოვრობდა. საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ადგილობრივების თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამი ადამიანი გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად მსხვერპლი არ არის.

Next Post

სააკაშვილის განცხადება გიგი კალანდაძის დაკავებაზე

ორშ დეკ 20 , 2021
773 წაკითხვასაქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე – სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისივე სოციალურ ქსელში ვრცელდება. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში. “საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ის არის […]