„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მიშა იყოს ისეთი ავადმყოფი, რომ..“ – პაატა ბურჭულაძე

358 წაკითხვა

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თვლის, რომ “ქართული ოცნების” ყველაზე დიდ საშიშროებას ცოცხალი და ჯანმრთელი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს. ამის შესახებ მან გადაცემა “პირველ ხაზში” განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა ისე შეერყას, რომ ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოახერხოს.

„ჩვენ მიშა ძალიან გვჭირდება, გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი. მემგონი, რომ “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ მიშა არის ჯანმრთელი. მე ვერ ვიტყვი, რომ მისი ნეიტრალიზება უნდათ, მაგრამ ის არ უნდათ ჯანმრთელი, ამაში უკვე შეგვიძლია დავრწმუნდეთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მიშა იყოს ისეთი ავადმყოფი, რომ აღარ ჰქონდეს არაფრის თავი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯანმრთელი გვჭრდება ჩვენი სააკაშვილი, – თქვა ბურჭულაძემ.

Next Post

„შერიგება რას ნიშნავს? ნაჩხუბრები არიან? არავისთან შესარიგებელი არ მაქვს“ - ზურაბ ჯაფარიძე

სამ დეკ 21 , 2021
358 წაკითხვა„არ მჯერა, რომ რამე შედეგი ექნება, ასეთი აქციები ნანახი მაქვს მილიონი“,- ასე აფასებს „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თავად მას შესარიგებელი არავისთან არაფერი აქვს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ […]