სად არის თემურ ალასანია?

მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ  საქართველო  დატოვა. როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, მას თურქეთში შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის გამოც საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა.

“საქართველოში დაბრუნებისთანავე თემურ ალასანია გამოკითხვაზე დაიბარეს.
ის არის ამერიკის მოქალაქე,შეეძლო უარი ეთქვა,მაგრამ განაცხადა თანხმობა და 17 დეკემბერს გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

ამის შემდეგ ის პროკურატურამ დაიბარა კიდევ ერთ გამოკითხვაზე, მისთვის უცნობ საქმეზე.

თემურ ალასანიამ განაცხადა თანხმობა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიეცა ჩვენება. შუალედში გაემგზავრა მეზობელ ქვეყანაში დაგეგმილ საქმიან შეხვედრაზე (თურქეთში), სადაც ის მოულოდნელად გახდა ცუდად და საჭირო გახდა დაუგეგმავი სამედიცინო ჩარევა.

არსად არ გაქცეულა, გამოკითხვისთვის თავი არ აურიდებია, თუ საქმე არ ითმენს,დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმაა როგორც კი სამედიცინო პროცედურები დასრულდება !

გასაქცევი რომ ყოფილიყო ქვეყნიდან, საერთოდ არ ჩამოვიდოდა. გასაგებია,რომ მისი კავშირები და გავლენები აშშ-ში გაფრთხობთ, მაგრამ ასეთი პანიკა ზედმეტია

ალასანია საქართველოში 15 დეკემბერს ჩამოვიდა და 21 დეკემბრისთვის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს უნდა დასწრებოდა, ასევე ცნობილია ისიც, რომ ის აქტიურად იყო ჩართული იმ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.”– ამბობს ელისო კილაძე, თუმცა, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად კი, თემურ ალასანიამ ქართველი სამართალდამცველების კითხვებს აარიდა თავი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…