„მსოფლიო რეიტინგებში, უაზრობების კეთების ინდექსით პირველ ადგილზე მყოფი მთავრობა, აქაც არ ჩამორჩა და შედეგიც სახეზეა“ – სოსო გოგაშვილი

484 წაკითხვა
სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ლაშა ტალახაძე- საქართველოს სახეა!
ხალხი თემიდან- “მოვკლავ დედას მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას”
ოღონდ პარტია ახლა არაფერ შუაშია, ყველაფერს მას ვერ დააბრალებ, პარტიას თავისიც ეყოფა… ესაა სისტემის 30 წლიანი მუშაობის შედეგი.
ახლა სათამაშო ბიზნესის თემაზე-
ცოტა ხნის წინ დავიწყეთ კამპანია- დაბეგრეკაზინო. უფრო სწორად ჩვენმა ახალგაზრდებმა დაიწყეს.
ეს კამპანია უნდა წარმართულიყო რამდენიმე ეტაპად, რომელიც მოიცავდა, როგორც მშვიდობიან აქციებს სხვადასხვა უწყებებთან, ასევე ამ ბიზნესის უკან მდგომ და მათთვის პრივილეგიების გარანტორ მთავრობის წევრების სახლებთანაც. ის მოიცავდა აქტივობებს მედიაში და ყველგან. მოკლედ, ღიად და კარგად დაგეგმილი ვრცელი, რეზონანსული კამპანია იქნებოდა, კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ბიზნესს მოეხსნას პრივილეგია და დაიბეგროს სათანადოდ, საიდანაც ამოღებული თანხით იხეირებდა ხალხიც, მთავრობაც, ბიზნესიც და მედიაც
ამათ ხომ შეუძლიათ ნებისმიერი პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული რეფორმა, თუ იდეა აიტაცონ, გაიტაცონ, გააფუჭონ, დაჩეხონ, აურ- დაურიონ, ყველა დააზარალონ დააპირისპირონ და თავადაც დაზიანდნენ და აშ…
ხოდა მსოფლიო რეიტინგებში პირველ ადგილზე( უაზრობების კეთების ინდექსით) მყოფი მთავრობა, აქაც არ ჩამორჩა და შედეგიც სახეზეა
რას აუქმებ, რას ანგრევ? რამე ოდესმე ხომ უნდა გააკეთოთ ბოლომდე სწორად და დაასრულოთ პოზიტიური შედეგით?
ყველაფერი უკუღმა როგორ უნდა აკეთოთ და მავნებლურად?
უნდა დაბეგროო, დაბეგრო!!!
არა დახურო, არა გაანადგურო, არა გააშავო და იატაკქვეშეთში გადაიყვანოო…
სათანადოდ უნდა დაბეგრეოო!!
შეაყარე კედელს ცერცვი, რა გინდა რო ქნა?
ყველაფერი უკუღმა ყველაფერი რთულად, რატომ ართულებთ და ირთულებთ ყველაფერს???
აუ ხაბი შენ მაინც დაგვეხმარე რაა

Next Post

რუსეთის ულტიმატუმი ნატო - ს და აშშ-ს - რა წერია 8 პუნქტიან მოთხოვნებში

სამ დეკ 21 , 2021
484 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების  განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე. ამასთან, პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ნატო-მ უარი უნდა თქვას […]