პოლიციაში, სადაც ეკონომისტმა გაუჩინარებამდე მანქანა დატოვა, კამერები არ მუშაობს – გერლიანის საქმე თავდაყირა დგება

706 წაკითხვა

 „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის გაუჩინარების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს – “ტვ პირველის” ინფორმაციით, რამაზ გერლიანის ოჯახსა და ადვოკატებს პოლიციაში უთხრეს, განყოფილების პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები არ მუშაობს, შესაბამისად, საქმეში არ დევს გერლიანის გადაადგილების მარშრუტი.

არადა, გაუჩინარებამდე ექსპერტმა ავტომანქანა სწორედ პოლიციის განყოფილების წინ დატოვა, მანქანის სალონში წერილი იყო მოთავსებული, სადაც გერლიანი კამერების გახსნას ითხოვდა.

ამასთან, დღეს გერლიანის დებმა პირდაპირ თქვეს, რომ ეკონომისტის გაუჩინარებასთან კავშირი შესაძლოა, მის ყოფილ მეუღლეს ჰქონდეს.

ოჯახი ყოფილ რძალს ხელს ღიად ადებს, ამბობენ, რომ ია  ჯინჭველაძემ საგამოძიებო უწყებას ცრუ ჩვენება მისცა. ​მათი მტკიცებით, ჯინჭველაძე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს,  გიორგი გოგნიაშვილს, ხელს აფარებს. გერლიანების განცხადებით, სკანდალურ პოსტში ნახსენები პოლიციელი და მათი ყოფილი რძალი ერთმანეთს კარგად იცნობენ. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

გარდა ამისა, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახი და ადვოკატები საქმეში პროკურატურის ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, საქმეს მიზანმიმართულად არ იძიებენ. მეტიც, გერლიანების თქმით, პოლიცია მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს.

გერლიანის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ავჭალის პოლიცია საქმეს ვერ გამოიძიებს. უფლებადამცველი ასახელებს კონკრეტულ მაღალჩინოსანს, გლდანის პოლიციის უფროსის მოადგილეს, გიორგი კლიმიაშვილს და მისი საქმიდან ჩამოცილებას ითხოვს. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა.

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ  გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.

tvpirveli.ge

 

Next Post

„ერთ მხარეზე დგანან კრიმინალები და მათი გარემოცვა, რომელმაც ჩაიდინეს სისხლიანი დანაშაულებები“ - ნანა კაკაბაძე

სამ დეკ 21 , 2021
706 წაკითხვა„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოება გახლეჩილია, ერთ მხარეს დგანან კრიმინალები, მათი გარემოცვა, მეორე მხარეს კი – ქართული სახელმწიფო: „ერთ მხარეზე დგანან კრიმინალები და მათი გარემოცვა, რომელმაც ჩაიდინეს სისხლიანი დანაშაულებები ამ ქვეყანაში, დაკარგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მეორე მხარეს დგას ქართული სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. ამასთან შეგუება და შერიგება არ არის დემოკრატიული ღირებულება, […]

შესაძლოა მოგეწონოთ