
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს შიმშილობას.
„უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. ორჯერ უფრო რთულია შიმშილობა ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასობრივი შიმშილობა იწყება.
სია დგება. ამ წუთის მდგომარეობით, რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეული შემოგვიერთდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში.