462 წაკითხვა
უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.
„ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. ოჯახში იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი. გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქენი ოჯახის და მეზობლების სიცოხლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.