„ხო ისადა, კოკაინის დედოფალი ახლა დაფნის დედოფალია? – გაიღვიძეთ“ – სოსო გოგაშვილი

583 წაკითხვა
სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:
მშვიდობა ყველას
ზუსტად 2 წუთის საკითხავია
იცით რატომ არ დალაგდება ეს ქვეყანა და რატომ არ შეიცვლება არაფერი უკეთესობისკენ
ვგულისხმობ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, გაბედულ ნაბიჯებს, რაც მოიტანს ფუნდამენტურ რეფორმებს და რეალურ ეკონომიკურ ბუმს, როდესაც საშუალო ფენა გაიზრდება,შემცირდება სოციალურად დაუცველი ფენა, გაძლიერდება მცირე ბიზნესი და დიდ ბიზნესებს ჩამოერთმევათ პრივილეგიები, ასევე ბანკებს აეკრძალებათ არაპროფილური საქმიანობა. გაიზრდება მშპ მინიმუმ 4 ჯერ.
იმიტომ, რომ : ყველას აქამდე ყველაფერი გავუტარეთ, ყველას ყველაფერი შერჩა. უდანაშაულოს ანადგურებენ, დანაშაულის ჩამდენს აქვს ინდულგენცია, თუ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, ხოლო ყველა დანარჩენი ისჯება უზენაესად.
.ათმაგი სტანდარტი, აქ ახლა სტანდარტია .
.სამართალი არ სამართლობს, კლეპტოკრატია ხელშეწყობილი და წახალისებულია,
.ქვეყანას მართავენ არაფორმალური მმართველები, დიახ არ მეშლება მრავლობითში, რომ ვწერ იმიტომ რომ ასეა. ერთი კაცი არაა.
.გაგდებული ვყავართ გარედან ყველას, ყველა მხრიდან.
.პროდასავლური კურსის დეკლარირებას ვახდენთ და ყველა გადავაგდეთ, თუ კი ვინმე გვყავდა მოკავშირე და პარტნიორი.
მტერს კი არ ვუსწორებთ თვალს და ველაპარაკებით, ვემალებით, კუკუდამალობანას ვეთამაშებით
მაგიტომაც ვერ მიგვიღია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაფერისი სასარგებლო გადაწყვეტილებები. ვერ გადაგვიჭრია ტეროტორიული მთლიანობის პრობლემა, ვერ აღმოგვიფხრია კორუფცია, კონტრაბანდა, არალეგალური ბიზნესი, მსხვილი ნარკობიზნესი, ბიუჯეტის გაფლანგვა და გაპარტახება.
პრეტენზია გვაქვს ქრისტიან მართლმადიდებლობაზე და ამ რელიგიის მთავარ პრონციპებს და წესებს არ ვიცავთ. პატრიარქს და ეკლესიას არ ვიცავთ. მეტი რაღა უნდა გვენახა და მოგვესმინა, რაც ბოლო დროს გავიგეთ, იყო რამე რეაქცია ერთგული მრევლისგან?
არა, რეაქცია ნოლი
გამოდის, რომ ეკლესიაში „საპონტაოდ“ დადის უმეტესობა.
.აუ მარხვაზე ვარ და ვერ შევჭამ მაიონეზიან ოლივიეეს, აუ საინტერესო სამარხოები არაფერი გაააქვთ… მილიონერი „დონე“, დაუბანელ გაჭირვებულზე გულს ირევს, უღრიალებს ფანჯარასთან, რომ მიადგება შემწეობაზე და აღმოხდება: ოჰ ღმერთი ჩემო რა სუნი აქვს დაბანონ ხელები.. უფასო სასადილოებში საწყალი ხალხი რასაც იღებს, მაგას შეაჭმევთ თქვენს ოჯახს?
სამაგიეროდ ეკლესიის სახელით მავანნი ძალადობენ, მრუშობენ, სუსტს ჩაგრავენ, იპარავენ, ნარკომანობენ, ლოთობენ და კიდევ ათასი ჯანდაბა
არჩევნები გაყალბდაო.
კი გაყალბდა სხვადასხვა სისტემური მეთოდებით და ასე ხდება მუდმივად ბოლო წლებია. უცხოელები უბრალოდ ვერ ხვდებიან, დაუჯერებელია, წარმოუდგენელია მათთვის ეს
გაიძახით გაყალბდაო და გაყალბებულ პრეზიდენტთან შეხვედრაზე გარბიხართ, შევრიგდეთო, რომ დაახეთქა( დაახეთქებინეს, ძიალოგიო, ძიალოგიო
ვინ ვის ურიგდება??? ალხანა-ჩალხანას?და ზოგიერთი რატომ ჩაყევით ამ თამაშში?
გაყალბდა და პარლამენტში დასკუპდით,
გაყალბდა და საკრებულოში გამიშვი- გამაკავეა.
ხოდა აი ამიტომაც გვჭირს, რაც გვჭირს.
ვიმსახურებთ ამას და არ გვეწყინოს.
ამაში დამნაშავე არაა მხოლოდ ის ხალხი, ვინც არჩევნებზე მივიდა, რომელსაც 8-10 % გაუყალბეს. ამაში უფრო მეტად დამნაშავეა ის ხალხი, ვინც არ მივიდა და არ მიდის არჩევნებზე.
ყველა ერთად ისინი, ვინც არ იღებენ ხმას არაფერზე და საღათას ძილით ძინავთ, ხოდა არ მიხვალთ არ გაიღვიძებთ, არ ამოიღებთ ხმას და მიიღებთ იმას, რასაც აქამდე იღებდით და იწუწუნეთ მერე რამდენიც გინდათ.
სისტემა მუშაობს იქამდე, სანამ არ დაანგრევ, არჩევნები ფარსია! შერიგებაც ფარსია!!!
ასე, რომ ნუ წუწუნებთ, აიტანეთ ყველაფერი, გაუძელით, დახუჭეთ თვალი, ჩაიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი… და ისევ გადაგახევენ თავზე ყველაფერს…
მუდმივად.
უცებ გაირბენს თქვენი ამ ქვეყნად ცხოვრების დრო, როდესაც მუდმივ ოცნებაში ხართ და მუდმივად შეჰნატრით თქვენს მიერვე „არჩეული“ რჩეულების ფუფუნებაში განცხრომას და „გულავს“. თქვენი შვილების ცხოვრებაც ასე გაივლის სხვისი ხელის შემყურე. გაქრება უკვალოდ, მაშინ, როდესაც ეს დალოცვილი ქვეყანა თქვენია და ყველა ის სიკეთე, რაც ამ ქვეყანაშია თქვენ გეკუთვნით. უნდა მიხვდეთ და გაიგოთ, რომ თქვენი ნებით ხდება ის ყველაფერი, რაც არ მოგწონთ და შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ გეშინიათ, არ ცვლით და იძინებთ, გეშინიათ გაღვიძების, რადგან ძილში ფერადი სიზმრებია და იქ ყველა ოცნება „გისრულდებათ“.
გაღვიძებას გისურვებთ ამ ახალ 2022 წელს. ოცნებებზე თავის დანებებას და სრულუფლებიან ადამიანად ცხოვრებას! თქვენი შრომის დაფასებას, თქვენი ღირსების დაბრუნებას, თქვენი ხმის უფლების დაბრუნებას და შიშისგან საბოლოოდ განთავისუფლებას.
გაიღვიძეთ
პ.ს. ხო ისადა, კოკაინის დედოფალი ახლა დაფნის დედოფალია?

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ხელისუფლებას ხალხის ბოლომდე გაღატაკება სურს“

პარ დეკ 24 , 2021
583 წაკითხვაგიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში: ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასების ზრდა, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ ადარდებთ ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალური ფონი და ხალხის ბოლომდე გაღატაკება სურთ საკუთარი კეთილდღეობისათვის.

შესაძლოა მოგეწონოთ