„ეს სუბიექტი ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გლადიატორია“ – შალვა ნათელაშვილი

843 წაკითხვა

შალვა ნათელაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ჭორვილ–უხუცესის ნებით მონღოლთა ლაშქარს თავის დროზე ჩამორჩენილი ესკიმოსის შთამომავალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. გაიხარე ერო ინტერ–ბედნიერო. ახლა სერიოზულად—-ეს სუბიექტი ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული გლადიატორია. სწორედ მან მოამზადა კანონი ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე, ისაა მრავალპარტიული სისტემის დაუძინებელი მტერი სწორედ მას უკავშირდება პოლიტიკურ გაერთიანებათა დატოვება საბაზისო,სამივლინებო დაფინანსების გარეშე რამაც მილიარდერის სატელიტად აქცია მთელი რიგი ოპოზიციური პარტიები, დანარჩენებს კი გამოაცალა მილიონებთან კონკურენციაში არსებობის საშუალება. პოლიტიკაში მოსვლამდე გერმანული გრანტების ჭამით იყო დაკავებული რასაც გერმანელები დღემდე მთელ საქართველოზე დახმარებად და ინვესტიციად გვითვლიან. ამ სუბიექტის მოსვლით რეპრესიები მთლიანად ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება და გააქტიურდება რეჟიმის პრომოსკოვური ფრთა.ვფიქრობ მიგვაქანებენ ახალ რუსულ–თურქულ–ირანულ ალიანსში.

Next Post

„ძალიან საზიანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გზავნილია. ვწუხვარ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

პარ დეკ 24 , 2021
843 წაკითხვაძალიან საზიანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გზავნილია. ვწუხვარ, რომ ასეთი აზრები აქვს, ან ასეთი აზრების გამოხატვა სასარგებლოდ მიაჩნია. სიტყვებმა “თავგანწირვა”, “საიმედო” და არა მხოლოდ, სასტიკი დევალვაცია განიცადა და აღარაფერს ნიშნავს.”- ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი, ელენე ხოშტარიას კომენტარს და აკრიტიკებს. “მძიმე განსაცდელშია აშკარად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. რეალობასთან მოჭიდება დაკარგა უდიდესმა ნაწილმა. მე მგონია, რომ ელენე ცუდ სპირალშია შესული, ძალიან. მაგრამ არაფერი დამთავრებულა […]