„ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ”– ნინო ჯანგირაშვილი

1,141 წაკითხვა

„ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ”- ასე ეხმიანება ნინო ჯანგირაშვილი თბილისის მერიის მიერ, სატრანსპორტო ტარიფის ცვლილებას და სააბონიმენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომ აბონიმენტების შემოღებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფდება, აღმოჩნდა მცდარი. უძვირდება ყველას, ერთეულების გარდა, ანუ მათ გარდა, ვინც დღეში რვაჯერ მოიხმარს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აბონიმენტების იდეა არის კარგი, მაგრამ კალაძე არის უნამუსო და კარგ იდეას მავნებლობის შესანიღბად იყენებს.

1. ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე გაღატაკებულ მოსახლეობას გაუძვირო ტრანსპორტი, არის ამორალობა.

2. კონცეფცია, რომ ხალხი უნდა მიიზიდონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გადმოსვან მანქანებიდან, მთლიანად ინგრევა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად იაფი უნდა ღირდეს, რომ ადამიანს უღირდეს მანქანიდან გადაჯდომა. გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება მანქანის შეძენაზე.

3. უკიდეგანო ვირეშმაკობაა, როცა არჩევნებამდე სიტყვა არ დაგცდება “გრანდიოზულ სატრანსპორტო რეფორმაზე“ და არჩევნებიდან ორ თვეში მოსახლეობას ამ დღეში აგდებ.

4. ღირსი ხართ ყველა, ვინც კალაძე შემოხაზეთ.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

Next Post

„წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა“ - მიხეილ სააკაშვილი

კვი დეკ 26 , 2021
1,141 წაკითხვაჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ისინი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე. „ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს. მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან […]