„მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პატიმარია“ – გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პატიმარია. ამ საკითხზე მან ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, პოლიტიკოსი არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან უთანხმოებები, წარსულში ან მომავალში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ ვითარების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ“, – განაცხადა გიორგი

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…