„სააკაშვილი და მისი ხროვა ჩემზე მეტად ბევრს არ გეჯავრებათ, მაგრამ რაც ინსპექტორის სამსახურმა დაწერა იყო სამართლიანი“ – დარეჯან მეფარიშვილი

777 წაკითხვა

ჟურნალისტი, დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ვკითხულობ ყველა ინფორმაციას და ყველა კომენტარს, რომელიც ეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მის ხელმძღვანელს ლონდა თოლორაიას.
. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში არც ჟურნალისტიკა არსებობს და საზოგადოებაც არშემდგარია – როგორიცაა საზოგადოება, რა მოთხოვნებიც აქვს საზოგადოებას, ჟურნალისტიკაც ზუსტად ისეთივეა და ზოგზოგიერთები რომ წერთ – ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ – სწორედ თქვენმა “ძალიან დონე” (რბილად ვამბობ) კომენტარებმა მიბიძგა დამეწერა ის, რასაც კითხულობთ.
. საზოგადოება პირველად და უკანასკნელად, იმ სამსახურის თანამშრომლების და განსაკუთრებით ხელმძღვანელის მიმართ, აიჯაგრა მას შემდეგ, რაც ამ სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა სააკაშვილის შესახებ – აქამდე არავინ იცოდა ეს სამსახური თუ არსებობდა.
. სააკაშვილი და მისი ხროვა ჩემზე მეტად ბევრს არ გეჯავრებათ, მაგრამ რაც ინსპექტორის სამსახურმა დაწერა იყო სამართლიანი!
. დიახ, მან იხელმძღვანელა იმ კანონით, რაც, სხვათაშორის, არჩეულმა დეპუტატებმა, მოცალეობის ჟამს შექმნეს.
დიახ, მან დაიცვა კანონი და ახლა საზოგადოება, დეპუტატებისგან ყურში ჩასისინების შემდეგ, ამბობს, რომ თურმე კანონი უნდა დაერღვია ინსპექტორს.
. საზოგადოებამ, რომელიც, რომ კითხო სამართალის აღსრულებაზე ოცნებობს, სწორედ კანონის დაცვის, კანონის მოთხოვნის აღსრულების გამო დაადანაშაულა თოლორაია. მეტიც, საზოგადოება კობახიძის, მდინარაძის თუ რომელიღაცას დაბაკუნებულს – “გახარიას კადრი” – აჰყვა.
. დიახ, არშემდგარია საზოგადოება, რომელმაც ერთხელაც არ დასვა კითხვა როგორ მოხდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის მიმართაც იყო გამოძიება დაწყებული, რომელმაც ისარგებლა პრეზიდენტობით და პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და მხოლოდ ამის შემდეგ დასვეს ძებნაზე!
. დიახ, არშემდგარია საზოგადოება, რომელმაც ტაში დაუკრა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების (და ორი სამსახურის, ვიღაცეები დარჩათ, როგორც ჩანს, დასასაქმებელი ცოლებიან-საყვარლებიანად) ფაქტს და რომელიც გაგებით ეკიდება, ამ გაჭირვების ჟამს ახალი, ორი სამსახურის შექმნას, თავისი გაბერილი შტატებითა და მაღალი ანაზღაურებით.
. ეს მაშინ, როცა კაპიკებზე მუშაობს დანარჩენი, პეროგაუყრელი საქართველო.
. ჟურნალისტმა თოლორაიას დაუსვა კითხვა, საიდან გაქვთ კანონპროექტი, რომელიც წესით, მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთო – თითქოს გრიფით საიდუმლო ადევს კანონპროექტს და თითქოს სირცხვილია, თუ თოლორაიას ვინმემ მიაწოდა ეს კანონპროექტი.
. დაბოლოს, შემირცხვენია ის ქალი, კაცი, ჟურნალისტიცა და პოლიტიკოსიც, ვინც დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალს დააბულინგებს.
. ვინც ტაშს დაუკრავს მათ, ვინც 2 კვირის ბავშვის დედას ჩუმად გაუუქმა სამსახური.
. და ვისაც, კანონპროექტის მოპოვება თოლორაიას დანაშაულად მიგაჩნიათ!
. ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას ჰკითხოთ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ ქალს როგორ უუქმებს სამსახურს, რეფორმის სახელით როგორ და რატომ აბულინგებს მას, პირიქით აკეთებთ, კანონის დაცვისთვის დევნით!
სირცხვილია!

Next Post

„შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“

ორშ დეკ 27 , 2021
777 წაკითხვაშემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილი ორი სამსახურის კონკურსში მონაწილეობას არ ისურვებს, მას ყველა კარი აქვს ღია. „შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი. თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში […]