სად შევარჩიოთ ბინა თბილისში?

671 წაკითხვა

დედაქალაქში ყოველწლირად უამრავი ადამიანი ცდილობს გადმოსვლას, რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ უფრო მეტ შესაძლებლობას პირდება ნებისმიერ აქ მყოფს. თბილისი დიდი ქალაქია, სადაც ყველაფერია განთავსებული, ძველი ტრადიციები სიახლეებთან და ინვოაციებთანაა შერწყმული, რაც აისახება არამხოლოდ ქუჩებსა და ნაგებობში, არამედ ადმაინების ხასიათსა და მიდგომებში. თბილისში მაცხოვრებლები ცდილობენ მათთვის უფრო კომფორტული ადგილის მოძებნას, რომელიც უფრო ახლოს იქნება იმასთან, რაც მაათვის ყველაზე მეტადაა პრიორიტეტული. მეორე კუთხით, დეველოპერული კომპანიები სულ უფრო ცდილობენ ახალი ტერიტორიები აითვისონ და ააშენონ სხვადასხვა ინტერესებზე მორგებული ადამიანებისთვის კომფორტული ბინები.

ბინის ძებნისას რამდენიმე ფაქტორი თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავფილტროთ ალტერნატივები და ჩვენთვის ყველაზე საუკეთესოზე შევაჩეროთ ყურადღება. უპირველესი ფაქტორი ფინანსები და ბინის ღირებულებაა, ამიტომ თავიდანვე აუცილებელია განვსაზღვროთ რა ფარგლებში ვეძებთ ბინას და მაქსიმუმ რისი შესაძლებლობა გვაქვს. ბინის ღირებულებას თავის მხრივ სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებენ, რომელთაგან პირველია ადგილმდებარეობა, მდგომარეობა და მშენებლობის ხარისხი.

ბინების ფასები განსხვავდება უბნების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთნაირი მდგომარეობა და მშენებლობის ხარიხსი იყოს. თავის მხრივ, უბნებშიც განსხვავებულია ღირებულება, რომელიც დამოკიდებულია გარშემო მდებარე ობიექტებზე. ყველა ეს ფილტრი თავის გავლენას ახდენს ღირებულებაზე, ამიტომ აუცილებელია თავიდანვე დასახოთ პრიორიტეტები, უნდა იცოდეთ რა გსურთ, როგორ ბინაში გსურთ ცხოვრება და რა იქნება ახლოს. თუ ქალაქის აქტიური რითმი გხიბლავთ, შეიძლება ბინები ვაკეში მოძებნოთ ისეთ ადგილას, სადაც მუდამ რაღაც ხდება, ხოლო თუ სიმშვიდეა თქვენი პრიორიტეტი, მაშინ უფრო წყნარი ადგილი უნდა აირჩიოთ.

ახალი ბინის შეძენა ყველასთვია ახალი გამოწვევაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯისთვის მზად ვიყოთ. გახსოვდეთ, ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება იმ ადგილას მოგიწევთ, რომელსაც აირჩევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრი მოისმინოთ, კარგად აწონ-დაწონოთ და აირჩიოთ პრიორიტეტი, სად გსურთ ცხოვრება. შეიძლება ძალიან კარგ ადგილას იპოვოთ ბინა, რომელიც სარემონტო მდგომარეობაში იქნება, ამის პარალელურად კი, იდეალურად გარემონტებული ბინა სხვა უბანში იპოვოთ. ასეთ დროს, დაფიქრება გმართებთ, ერთი მხრივ დროთა განმავლობაში შეიძლება რემონტი და ბინის მოხოდვა, მეორე მხრივ კი უკვე სუფთა და ლამაზი ბინაში გადახვალთ.

ასევე გახსოვდეთ, რომ უძრავი ქონებას ფასი სამომავლოდ გასაყიდად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგ ადგილას ხართ და რამდენად კარგი იქნება მომავალში აქ ცხოვრება. მაგალითად, ბინები ვაკეში მუდმივად პოპულარულია და სავარაუდოა, რომ მომავალ ათწლეულში ეს არ შეიცვლება, ამიტომ აქ გადმოვლა ყოველთვის კარგი ინვესტიცია იქნება. ასევე, შეიძლება მწვანე ადგილას შეიძინოთ ბინა, თუმცა მოგვიანებით გარშემო ბინები ააშენონ, რამაც სამომავლოდ შეიძლება ფასი დაუგდოს თქვენს ბინას, ამიტომ ამის გათვალისწინებაც არ იქნებოდა ურიგო. ყველაფრის გათვალისწინებით, კი მაინც გემოვნების ნაწილია ბინის არჩევა, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ რისი მოლოდინი გაქვთ ახალი ბინისგან და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება.

Next Post

რა არის ბიზნეს სესხი

სამ დეკ 28 , 2021
671 წაკითხვასაკუთარი საქმიანობის წამოწყება თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარული აზრია, განსაკუთრებით კი იმიტომ, დღეს შესაძლებლობები ნებისმიერი მიმართულებით გაზრდილია. ასევე, ცოდნის მიღება უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანები უფრო მეტად ჭკვიანები იყვნენ. დღეს ბიზნესის დაწყება უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც საკმაოდ კარგი ამბავია, თუმცა არსებობს ის გამოწვევები, რომელსაც აუცილებლად გადააწყდება ნებისმიერი მმართველი. ყველაფერთან ერთად, თანამედროვეობაში საკუთარი საქმის მართვისას […]