რა არის ბიზნეს სესხი

712 წაკითხვა

საკუთარი საქმიანობის წამოწყება თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარული აზრია, განსაკუთრებით კი იმიტომ, დღეს შესაძლებლობები ნებისმიერი მიმართულებით გაზრდილია. ასევე, ცოდნის მიღება უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანები უფრო მეტად ჭკვიანები იყვნენ. დღეს ბიზნესის დაწყება უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც საკმაოდ კარგი ამბავია, თუმცა არსებობს ის გამოწვევები, რომელსაც აუცილებლად გადააწყდება ნებისმიერი მმართველი. ყველაფერთან ერთად, თანამედროვეობაში საკუთარი საქმის მართვისას უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთა დაიგნორების შემთხვევაში შეიძლება სერიოზულ შარში გაეხვეთ. მართალია, რომ საკუთარი საქმის ქონა საკმაოდ დიდი ბენეფიტია, თუმცა სწორი სტრატეგიის გარეშე დიდ ხანს ვერ გაქაჩავს და დიდი შანსია მალევე ცუდად დასრულდეს. ნებისმიერი მენეჯერისთვის აუცილებელია მზაობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებებია მისაღები, შეიძლება კარგი, შეიძლება ცუდი, თუმცა აუცილებლად მისაღები.

თავის მხრივ, გადაწყვეტილებების მისაღებად, ყოველთვის მნიშვენლოვანია ფინანსური ნაწილის აწონ-დაწონვა, მისი სწორად განაწილება და ოპტიმიზაცია. როგორც წესი, ბიზნესის დასაწყებად ყოველთვის აუცილებელია საწყისი კაპიტალი, რომელიც მნიშვნელოვანია სწორად იყოს გადანაწილებული, თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჯიბეში საჭიროზე ნაკლები რაოდენობის ფულები მოგვეძიება, ამიტომ მისი სესხების ალტერნატივებზე ვიწყებთ ფიქრს. ამაზე ფიქრი არც შემდეგ მოაკლდება მენეჯერს, რადგან საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ყოველთვის საჭიროა ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაეხმარება ზრდა-განვითარებაში. ფინანსებზე ფიქრისა და ალტერნატივების ძიებისას, საკუთარი ბიზნესისთვის იდეალური გამოსავალი არის ბიზნეს სესხები, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული იქნება.

ბიზნეს სესხები განკუთვნილია იმ მენეჯერებისთვის, რომელთაც კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებათ ფინანსური დახმარება. მისი მიღება შეუძლია ნებისმიერი ტიპის კომპანიას თუ ბიზნესს სხვადასხვაგვარი მიზნობრიობით. როგორც წესი, ამ ტიპის კრედიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვის თუ განახლებისთვის. ბიზნესი ბანკს სესხის მისაღებად მაშინ მიმართავს, როდესაც სურს საკუთარი საქმიანები უფრო მეტად განავითაროს.

ბიზნეს სესხის პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია სხვადასხვა ბანკებსა თუ ორგანიზაციებში, შესაბამისად პირველ რიგში, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აჯობებს დაფიქრდეთ, სასურველია გაეცნოთ სხვადასხვა შემოთავაზებებს და ყურადღებით განიხილოთ ალტერნატივები. თუკი ბიზნეს სესხის მიღება კომპანიას საბრუნავი მასალების დასაფინანსებლად ან ძირითადი საშუალებების შეძენისთვის სურს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ საბრუნავი საშუალებებისთვის სასურველია მოკლევადიანი სესხის აღება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მისი ყოველთვიური შენატანი უფრო მაღალი იქნება, თუმცა საბოლოო ჯამში, ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. ამ მიზნით ბიზნეს სესხით დაფინანსების დროს, საბრუნავი საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, რადგან გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იქნება.

საპირისპირო სიტუაციაა მაშინ, როდესაც ძირითადი საშუალებების შეძენისა თუ განახლების დროა, რადგან სესხის მოცულობა ასეთ შემთხვევაში შედარებით დიდია და სასურველია მისი დაბრუნება გრძელვადიან პერიოდში მოხდეს. საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის, რომელიც დაახლოებით კონკრეტული ნედლეულის შესყიდვიდან – პროდუქტის გაყიდვამდე გრძელდება. შესაბამისად, თუკი მეწარმე არჩევს აიღოს ბიზნეს სესხები, უფრო მეტად აქვს შესაძლებლობა, აღნიშნული პროდუქტის შესაქმნელად დახარჯული თანხა, ამ პროდუქტის გაყიდვით დაიბრუნოს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მისი ღირებულების დაფარვა კი ბიზნესის მიერ გამომუშავებული მოგების ხარჯზე ხდება.

 

Next Post

როგორ ვმართოთ კომპანიის ფინანსები

სამ დეკ 28 , 2021
712 წაკითხვაისტორიის განმავლობაში ადამიანისთვის ვაჭრობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც კი მომგროვებლობა დავიწყეთ, მაშინვე მოხდა პირველი გაცვლის აქტი, როდესაც ერთმა ადამიანმა საკუთარი მონაგარი მეორე ადამიანს გაუცვალა, საბოლოოდ კი ორივემ ის მიიღო რაც უფრო მეტად უნდოდათ. განვითრებასთან ერთად, ადამიანები უფრო ჭკვიანები გავხდით და დავიწყეთ იმ ალტერნატივის ძიება, რომელიც უფრო კომფორტულს გახდიდა ჩვენი მოგროვებულის გაცვლას, ვინაიდან შეიძლება სხვა ადამიანის რაიმე კონკრეტული პროდუქტი […]

შესაძლოა მოგეწონოთ