როგორ ვმართოთ კომპანიის ფინანსები

665 წაკითხვა

ისტორიის განმავლობაში ადამიანისთვის ვაჭრობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც კი მომგროვებლობა დავიწყეთ, მაშინვე მოხდა პირველი გაცვლის აქტი, როდესაც ერთმა ადამიანმა საკუთარი მონაგარი მეორე ადამიანს გაუცვალა, საბოლოოდ კი ორივემ ის მიიღო რაც უფრო მეტად უნდოდათ. განვითრებასთან ერთად, ადამიანები უფრო ჭკვიანები გავხდით და დავიწყეთ იმ ალტერნატივის ძიება, რომელიც უფრო კომფორტულს გახდიდა ჩვენი მოგროვებულის გაცვლას, ვინაიდან შეიძლება სხვა ადამიანის რაიმე კონკრეტული პროდუქტი ყოფილიყო ჩვენთვის საინტერესო, თუმცა გაცვლა ვერ მომხდარიყო იმიტომ, რომ მას არ აინტერესებდა ჩვენი შეთავაზებული პროდუქტი. სწორედ ასეთმა პრობლემამ გამოიწვია ისეთი უნივერსალური ველუტის შექმნა, რომელიც ყველასთავ თანავრად ღირებული იქნებოდა და შესაძლებლობას მოგვცემდა საკუთარი ნედლეული არა სხვის ნედლეულში, არამედ ამ ვალუტაში გაგვეცვალა. სწორედ ასე გაჩნდა პირველი ფული.

ფულის გაჩენიდან დღემდე უამრავი წელი გავიდა, დაიხვეწა მისი მიმოცვლის მექნიზმებიცა და ის პრობლემებიც, რომელიც მის მოგროვებას სდევს თან. ფულის სწორად ხარჯვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, კომპანიის შემთხვევაში კი სწორედ ამაზე დგას მისი წარმატება. ბუღალტერია და მისი სწორად მართვა ნებისმიერი სიდიდისა თუ ხასიათის კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ თავიდანვე აუცილებელია ეს პროცესი დალაგებული იყოს. როგორც წესი, ბიზნესის დაწყებისას, თუ გუნდში ბუღალტერი ან ფინანსტისტი არ არის, ამ საქმეს სხვა ადამიანი ითავსებს რესურსების დაზოგვის მოტივით, თუმცა დროთა განმავლობაში ყოველთვის დგება ის დღე, როდესაც მნიშვნელოვანია ამ საქმის პროფესიონალი ჩაერთოს საქმეში.

ბუღალტერიის წარმოება მხოლოდ მშრალი ციფრების თვლა არ არის და რადგანაც ის მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შედეგების დათვლას, მისი ანალიზი, სწორად განაწილება და გეგმის შემუშავება, მნიშვნელოვანია ეს მიმართულება სანდო და გამოცდილმა ადამიანმა ჩაიბაროს. სწორად დალაგებული ფინანსებით შესაძლებელია კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა განისაზღვროს, რესურსის გათვალისწინებითა და მისი სწორი განაწილებით დაიძლიოს არასასურველი გამოწვევები და საჭირო მომენტში კომპანიისთვის ყველაზე მომგებიანი სვლა იქნეს განხორციელებული.

ბუღალტერიის ერთ-ერთი აუცილებელი ასპექტი მისი სისტემატიზაციაა, რომელიც გამორიცხავს ქაოტურობას, არ უნდა იყოს რთულად აღქმადი და აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო დეტალს, რომელიც იქნება მარტივად გასაგები და ექნება ერთიანი სახე. ბუღალტერია აუცილებელია ყოველგვარ კანონიერ ჩარჩოში იყოს წარმოებული, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია გქონდეთ იმ პროფესიონალის ან პროფესიონალთა გუნდის ნდობა, ვისაც ეს საქმე აბარია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ დიდ პრობლემებში ამოყოთ თავი. აქედან გამომდინარე, ფინანსების მოწესრიგება მნიშვნელოვანია თითოეული მენეჯერისთვისა თუ მმართველი პარტნიორისთვის პრიორიტეტული იყოს, მეტი დრო დაუთმოს და შესაბამისი რესურსი ჩადოს.

ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომა, რაც ტექნოლოგიის განვითარებამ მოიტანა, ნამდვილად არის აუთსორს კომპანიების არსებობა, რომლებიც კონკრეტულ სფეროს ჩაიბარებენ და საუკეთესო დონეზე მიხედავენ. გამონაკლისი არც ბუღალტერიაა. მისი აუთსორსზე წარმოება ნებისმიერ მენეჯერს საკმაოდ დაეხმარება, აარიდებს უამრავ თავის ტკივილს და საკუთარ საქმიანობაზე მეტად ორიენტირდება. ამასთან ერთად, მუდმივად იქნება საქმის კურსში პერიოდული რეპორტების მეშვეობით, თუ რა მდგომარეობაა ფინანსების მხრივ კომპანიაში.

Next Post

როგორ დავიცვათ უასფრთხოება კომპანიაში

სამ დეკ 28 , 2021
665 წაკითხვანებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი უსაფრთხოება ყოველთვის იყო უპირველესი პრიორიტეტი, რადგან მის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. თუ ადამიანი თავს დაცულად არ გრძნობს, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ბედნიერებისკენ მიმართულია, აუცილებლად მარცხისთვის იქება განკუთვნილი. იმისათვის, რომ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ და მათთვის კარგი მომავალი შეიქმნან, აუცილებელია მოგვარებული იყოს უსაფრთხოების ნაწილი. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიებზეც – თუ მენეჯმენტს სურს, რომ თავისი საქმიანობით წარმატების მწვერვალები დაიპყროს, […]