როგორ ავიმაღლოთ საახალწლო განწყობა

525 წაკითხვა

დეკემბრის ბოლო მოახლოვდა და ქვეყნიერებაზე სულ უფრო იმატებს საახალწლო მოლოდინი, საფესტივალე განწყობა. წინდახედული ადამიანები უკვე იწყებენ სამზადისს და წინასწარ იმარაგებენ პროდუქტს თუ საჩუქრებს. დეკემბერში ყველა მოლოდინშია, რომელიც შეიძლება იყოს საახალწლო სუფრა, შვებულება, ფასდაკლება სამოსზე ან პროდუქტზე თუ უბრალოდ მეგობრებთან დროის გატარება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი თითქმის კარზეა უკვე მომდგარი, პანდემიის გამო წელს შედარებით ნაკლებად იგრძნობა, შესაბამისად მნიშვენლოვანია განწყობის ამაღლება.

მთელი დეკემბერი, როგორც წესი, რაიმე სიახლის, რაიმე უკეთესის მოლოდინებთან ასოცირდება, ძველ წელს ვაცილებთ და გვაქვს უკეთესის იმედი, თუმცა თუკი თავად არაფერ ახალს არ მოვიმოქმედებთ და მხოლოდ მოლოდინებით დავკმაყოფილდებით, არაფერიც მოხდება, ხოლო თუ რაიმეს დაწყბეას გადავწყვეტთ, იმის გაკეთება ახალ წლამდეც შეიძლება. ამიტომ, პირველ რიგში, თუკი სიახლეების მოლოდინი გაქვთ შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ამის გაკეთება. განსაკუთრებით კარგია თუ სიახლე დასვენებას ემთხვევა. წლის ამ დროს უამრავი ადამიანი ისვენებს, ამიტომ იდეალური დროა მეგობრებთან ერთად რაიმეს დაგეგმვისთვის ან სულაც სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

უამრავ ქალაქს დაჰკრავს საახალწლო ელფერი, რაც იმის ბრალია, რომ ნაძვის ხეები თუ ქუჩები ულამაზესად მოირთო. ეს ნამდვილად მოქმედებს განწყობაზე, თუმცა მხოლოდ ეს არაფერია, თუკი თავად ადამიანს არ აქვს საფესტივალე განწყობა, ამიტომ პირველ რიგში სჯობს ამაზე იზრუნოთ. მიეცით თავს დასვენების საშუალება და ნება მიეცით საახალწლო განწყობა თქვენზეც გადმოვიდეს. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად უფრო ნაკლებად გვიხარია დღესასწაული, თუმცა თუ ამას დავივიწყებთ და გართობისთვის მოვემზადებით, ნამდვილად ჯადოსნური ამბავი მოხდება, უბრალოდ მთავარია ნება დავრთოთ მას გვეწვიოს.

დაიწყეთ საახალწლო ნაძვის ხის მორთვით თქვენს სახლსა თუ ოფისში. შეიძინეთ ახალი სათამაშოები, საახალწლო განათებები, რათა გაახალისოთ. თუ ასტროლოგიის გჯერათ, აღმოსავლური სტილით ვეფხვის წელი იქნება, ამიტომ კარგი იქნება თუ დეკორაციებში გაითვალისწინებთ. ასევე, შეგიძლიათ საახალწლო სამოსიც მოირგოთ ხოლმე. მთელი დარჩენილი პერიოდი ახალი წლის წინდებით სცადოთ გადაადგილება, სახლში კი, ე.წ. „მახინჯი სვიტერი“ ჩაიცვათ.

ახალ წელი საახალწლო მუსიკის გარეშე არ დადგება, ამიტომ აჯობებს ფლეილისტი განაახლოთ. მართალია, მერაია ქერის „ის“ სიმღერა ან სულაც სხვა მსგავსი სტილის მუსიკები შეიძლება ბანალური იყოს, თუმცა განწყობაზე მაინც მოქმედებს. ასევე, წინასაახალწლოდ რეკომენდირებულია ფილმების მარათონის მოწყობა ოჯახთან ერთად. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ საახალწლო ძველი ფილმები და ახლებსაც გაუგეთ გემო. საახალწლო ფილმების გარდა, შეგიძლიათ საყვარელი ფილმების მარათონის მოწყობაც, მთავარია ხალისი მოგიტანოთ.

ახალი წლის აღნიშვნა თუ ქალაქგარეთ მეგობრებთან ერთად გწადიათ, აჯობებს უკვე წინასწარ დაიწყოთ მზადება და ყველა დეტალი უკვე დაზუსტებულ-მოგვარებული იყოს. თუ სპონტანურად მოქმედება უფრო გიზიდავთ, რისკიც უფრო გეყვარებათ, ამიტომ აიყოლიეთ მეგობრები და მოიწყეთ ჯადოსნური დასვენება. ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეთ საახალწლო დეკორაციები გქონდეთ მზად როგორც სახლში, ასევე სადაც აპირებთ წასვლას. რეკომენდირებულია ქალაქ-გარეთ იმ ადგილას წასვლა, სადაც უეჭველად იქნება ყველას სამყოფი თოვლი და ძველ სტილში გუნდაობასაც მოახერხებთ.

Next Post

სად ვიშოპინგოთ საახალწლოდ?

სამ დეკ 28 , 2021
525 წაკითხვაყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს შოპინგი ნებისმიერი ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასვალია, რომელიც შეიძლება თავისუფალ დროს თავს გადახდეს. თანამედროვე ინდივიდისთვის საკუტარ გარეგნობაზე ზრუნვა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც შეგიძლია მთელი დღე და ენერგია დაუთმო, დღის ბოლოს კი კმაყოფილმა ამაყად მოიზომო მეგობრებთან დროის გატარების დროს. შოპინგი ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია, რასაც შეუძლია ადამიანის განწყობაზე ძალიან დადებითად იმოქმედოს. თუ მოწყენილები ხართ და არ იცით […]