სად ვიშოპინგოთ საახალწლოდ?

1,053 წაკითხვა

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს შოპინგი ნებისმიერი ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასვალია, რომელიც შეიძლება თავისუფალ დროს თავს გადახდეს. თანამედროვე ინდივიდისთვის საკუტარ გარეგნობაზე ზრუნვა საკმაოდ პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც შეგიძლია მთელი დღე და ენერგია დაუთმო, დღის ბოლოს კი კმაყოფილმა ამაყად მოიზომო მეგობრებთან დროის გატარების დროს. შოპინგი ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია, რასაც შეუძლია ადამიანის განწყობაზე ძალიან დადებითად იმოქმედოს. თუ მოწყენილები ხართ და არ იცით რა აკეთოთ, საყიდლებზე გავლა აუცილებლად გამოგიკეთებთ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახალი სამოსი არც გჭირდებოდეთ.

ჩაცმულობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადღესასწაულო დღეებში ხდება ხოლმე, ახალი წელს კი ნამდვილად აუცილებელია ახალი სამოსი. დეკემბერი ფასდაკლებების თვეა, ამ პერიოდში თითქმის ყველგან შეხვდებით თვალისმომჭრელ აქციებს, შესაბამისად იდეალური დროა იმისთვის, რომ მთლიანი დღე მეგობრებთან ერთად შოპინგს დაუთმოთ. ამასთან ერთად, დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სამსახურში შესვენებაზე საყვარელი ბრენდის გვერდსაც სქროლავს მოახლოებული თუ დაუგეგმავი ფასდაკლებების მოლოდინში. ყველაფერთან ერთად, შოპინგი იდეალური მაშინაა, როდესაც სასურველ შესამოსელს ძალიან მისაღებ ფასად ვნახულობთ, ამიტომ ახალი ადგილების ძებნა, საყიდლებზე გავლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია.

დემოკრატიულ ფასად იდეალური საშოპინგე ადგილი ათლეტ მაღაზიებია, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქტი ძალიან დაბალ ფასადაა გამოტანილი. სიიაფის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხშირად ბრენდები პროდუქტს ძალიან დიდი ოდენობით აწარმოებენ, რის გამოც ვერ ასწრებენ მის სრულად გაყიდვას სეზონზე, ამის შემდეგ კი ძალიან დაბალ ფასად აუთლეტ მაღაზიებში ანაწილებენ. ასევე, აუთლეტში შეიძლება შეხვდეთ ისეთ ტანსაცმელს, რომელსაც მცირედი გარეგნული წუნი ჰქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ხარისხიანი არ არის.

აუთლეტ მაღაზიებში შოპინგი საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, საქართველოში კი სულ უფრო მეტ ადამიანის ყურადღებას იპყრობს. ევროპაში აუთლეტებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს ძალიან დიდი ადგილი ეთმობა, რადგან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. აუთლეტ მაღაზიები შეიძლება განთავსებული იყოს როგორც ცალკე ერთეულ მაღაზიად რომელიმე ქუჩაზე, ისე დიდ მოლში, ხოლო აუთლეტ სოფელი მხოლოდ ასეთი ტიპის მაღაზიებს აერთიანებს უდიდეს სივრცეში. ამ ადგილს უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ჰყავს მუდმივად, სულ მალე კი თბილისშიც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ქართველი მოსახლეობა შეძლებს ძალიან დიდი არჩევანის წინაშე დადგეს, უცხოელი სტუმრებისთვის კი Outlet store Tbilisi -ის მოძებნისას, ნამდვილი აღმოჩენა ელოდებათ წინ.

აუთლეტ სოფლის კონცეფცია საკმაოდ გავრცელებულია უცხოეთში, მსგავსი სივრცის თბილისში გაჩენა კი უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმარს მოხიბლავს. ასევე აღსანიშნავია, რომ სივრცე იქნება ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე ყველაზე დიდი სოფელი, რომელიც უდიდეს არჩევანს მისცემს ნებისმიერს. აქ ადგილობრივ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ისეთი დიდი და ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Dior, Gucci, Armani, Nike, Adidas, Puma, Dolce & Gabbana, Chanel, New Balance, Kappa და სხვები. Outlet store Tbilisi დღეს უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საკმაოდ ხშირად დაგუგლვადი წინადადებაა, სულ მალე კი თანამედროვე და ინოვაციური აუთლეტ სოფლის სივრცე უამრავ ადამიანს გაუღებს კარს.

Next Post

„ამ საახალწლოდ ძალიან მიმძიმს ამის თქმა, ძალიან, მაგრამ..“ - სოსო გოგაშვილი

ოთხ დეკ 29 , 2021
1,053 წაკითხვასოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში: საქართველოს შესვლა ევროკავშირში ეს ვისი მოთხოვნაა როგორ ფიქრობთ? ვინმემ დაგვაძალა, ძალით მოგვათხოვინეს? ეს კითხვა ყველას მისამართით არაა. ეს მათ ეხებათ, ვინც უკმაყოფილოა ევროკავშირზე, ან პრეტენზია აქვს რატომ არ გვიღებენ, ან პირიქით, რატომ უნდა შევიდეთო. მოდით ავხსნი გლეხურად: თქვენ გაქვთ უზარმარი სასახლე და ცხოვრობთ მდიდრულად. გყავთ დიდი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი . მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული. […]