1,935 წაკითხვა
სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:
საქართველოს შესვლა ევროკავშირში
ეს ვისი მოთხოვნაა როგორ ფიქრობთ? ვინმემ დაგვაძალა, ძალით მოგვათხოვინეს?
ეს კითხვა ყველას მისამართით არაა. ეს მათ ეხებათ, ვინც უკმაყოფილოა ევროკავშირზე, ან პრეტენზია აქვს რატომ არ გვიღებენ, ან პირიქით, რატომ უნდა შევიდეთო.
მოდით ავხსნი გლეხურად:
თქვენ გაქვთ უზარმარი სასახლე და ცხოვრობთ მდიდრულად. გყავთ დიდი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ოჯახი . მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული.
ერთ დღეს სახლის კარებზე გესმით გაუთავებელი კაკუნი. (სიტუაცია რომ კარგად ავხსნა გავამძაფრებ:) გარეთ ძალიან ცივა, ქარია, ისმის ტურა-მგლის და დათვის ღმუილი. აღებ კარს და გხვდება ადამიანი, რომელიც სიცივისგან გაყინულია, შეშინებულია, შემოხეული აქვს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი სკოჩით აქვს გამაგრებული, ქამრის ნაცვლად თოკი აქვს შემორტყმული, მშიერია და კანკალებს. გთხოვს რომ შეუშვა სახლში, თორემ მტაცებელი შეჭამს, თუ დარჩება გარეთ. ეცემა გადატყავებულ მუხლებზე და ისე გევედრება.
შენ გეცოდება, უშვებ მისაღებში და ეუბნები- შემოდი, ოღონდ აქ დამელოდე, არ შემოხვიდე ცოტა ხანი ოთახში, სანამ ტანსაცმელს გამოგიტან. უმეორებ – ძალიან გთხოვ, ბინძური და ტალახიანი ფეხსაცმლით არ შემოხვიდე, აქვე დამელოდე, რადგან დაისვრება და დაბინძურდება ჩემი სახლი, რომელიც ძალიან მოვლილი მაქვს და მიყვარს. ასევე ჩემს სახლში არის ქცევის წესები და ეტიკეტი, (უხსნი ამ ყველაფერს),მოგიტან ტანსაცმელს, დაგბან, ჩაგაცმევ, გამოგკვებავ და შემდეგ ვილაპარაკოთ შინაურულად თბილ ბუხართანო.
სტუმარი გახარებულია უზომოდ, მოსდის სიხარულის ცრემლები და მადლიერების გრძნობით ივსება, ეტყობა სახეზეც. ის ხომ აქამდე არასდროს მდიდრულ სახლში არავის არ შეუშვია. თანხმდება ბუნებრივია ყევლაფერზე სიხარულით და დგება იქვე, მოლოდინში.
თუმცა, ცოტა ხანში, სანამ სახლის პატრონი გასულია, იწყებს თვითნებურ გაუაზრებელ არაადეკვატურ მოქმედებებს. შედის ტალახიანი ფეხსაცმელებით სუფთა ნოხზე. იწყებს მდიდრული სასახლის დათვალიერებას. პირველად მიადგება მაცივარს, გამოაღებს და შიგნიდან იწყებს ჭამას. იღებს ორივე დაუბანელი ხელით და ანადგურებს მარაგს. ნარჩენებს იქვე ყრის ნოხზე. შემდეგ მიდის მაგიდასთან, სადაც ოჯახის წევრები და სტუმრები ვახშმობენ, იქიდანაც იღებს საჭმელს ხელით, ისხავს სხვადასხვა სასმელს პირში და ყველანაირი წესებისა და თხოვნის მიუხედავად იქცევა როგორც თვითონ უნდა. რასაც ვერ მიირთმევს ჯიბეებში იტენის.
სთხოვენ არ გააკეთოს ეს, მიუთითებენ იმ ოჯახის ქცევის წესებზე, ეუბნებიან, რომ დაელოდოს მასპინძელს იქამდე სანამ მოვა, მაგრამ მაინც იგივეს აგრძელებს. ფუფუნების უნახავი იქცევა არადაკევატურად.
მოდის გაკვირვებული სახლის პატრონი, ხელში თბილი ტანისამოსით და გაოგნებული იყურება „ნაკვალევისკენ“. არ ბრაზდება და არ აგდებს გარეთ, კიდევ თხოვს, რომ გამოიცვალოს და გაითვალისწინოს ის წესები, რაც ცოტა ხნის წინ აუხსნა.
ის ართმევს ტანსაცმელს იბღუჯავს საჭმელთან ერთად და მაინც აგრძელებს იგივეს, თან თხოვს, რომ მიიღოს ამ სახლში, როგორც წევრი და არ გააგდოს. პარალელურად აგრძელებს იგივეს, ანადგურებს მისაღებს და სასტუმრო ოთახს…
რა უნდა ქნას მასპინძელმა ?
გავცეთ ამ კითხვას პასუხი.
პ.ს. ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქართველი ხალხის სურვილის შესაბამისად, საქართველომ განაცხადი თავისი ნებით გააკეთა, რითიც დაეთანხმა იმ პირობებს რაც იქ შესვლისთვის არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირობები ავირჩიეთ ჩვენ!!
პ.პ. ს. ჩვენ ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, კულტურა, ტრადიციები, თავგანწირვის მაგალითები ქრისტესთვის, სამშობლოსთვის, მოყვასისთვის.
ჩვენ, ჩვენი შესაფერისი ადგილი უნდა გვქონდეს მსოფლიო ხალხთა შორის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ ამის მიღწევის საწინააღმდეგოდ და თავს ვიგდებთ სამარცხვინო მდგომარეობაში…ჩვენვე
დღეს ჩვენი ქცევა რაღაცით ჰგავს შარიკოვის ქცევას. ყველას ვაბეზრებთ თავს და ბოლოს ალბათ გავიზიარებთ შარიკოვის ბედს.
ამ საახალწლოდ ძალიან მიმძიმს ამის თქმა, ძალიან, მაგრამ იქამდე ბევრი აღარ გვიკლია