„ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა“ – კახა კალაძე „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილ ადამიანზე

1,162 Views

კახა კალაძემ ისაუბრა კაცზე, რომელიც სადგურის მოედანზე გარდაიცვალა და გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მის უსახლკარობასთან დაკავშირებით. როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აწგარდაცვლილი მამაკაცი არ იყო უსახლკარო.

„რამდენიმე დღის წინ ძალიან სამწუხარო ფაქტის მომსხრე გავხდით, „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის და დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა  და საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე, გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ, სინამდვილეში აწგარდაცვლილი პიროვნება არ ყოფილა უსახლკარო, სახელმწიფოსგან მას მიღებული აქვს კონკრეტული ბინა, მისამართიც ვიცით, თუმცა ამაზე მე არ ვისაუბრებ.

ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივის სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, პირველ რიგში დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. აი ასე, ყოველდღიურად გამოგონილ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანი სახელმწიფოს დისკრედიტაციაა და ამ მიზნით იყენებენ ნებისმიერ საშუალებას.“- განაცხადა კახა კალაძემ.

 

Next Post

„სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს“ - გია ხუხაშვილი

სამ იან 4 , 2022
1,162 Viewsსააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც უამრავი სხვა პრობლემაა – ცოტა ხნით დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა. „ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და […]

mediapress.ge@gmail.com