„სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს“ – გია ხუხაშვილი

696 წაკითხვა

სააკაშვილს უნდა, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს, მისი თემა იყოს ერთადერთი და განუმეორებელი ქვეყანაში, სადაც უამრავი სხვა პრობლემაა – ცოტა ხნით დაისვენოს და ჩვენც თავი დაგვანებოს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა.

„ისეთი ინსტიტუტის ბოიკოტირება, როგორიც პარლამენტია, არ მგონია შედეგის მომტანი პოლიტიკური ტაქტიკა იყოს. ბოიკოტს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის ტოტალურ და სისტემურ ხასიათს ატარებს. მაგრამ, თუ ერთ ინსტიტუტში ერთი პარტია არ შევა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი და დიდი იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. ეს პროტესტის შედეგის მიღწევას ხელს უშლის. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ომში და ამბობთ, რომ თქვენ მხოლოდ თოფით გაისვრით და უარს იტყვით ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე – ამას ეძახით სწორს, ეს ხომ სისულელე გამოვა. არცერთ ინსტრუმენტზე და ინსტიტუციურ შესაძლებლობაზე უარი არ უნდა ითქვას. რაც შეეხება სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმდენი თემაა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, რაზეც ოპოზიციამ ვერა და ვერ მოახერხა კომისიის შექმნა. გასაგებია, რომ სააკაშვილის თემა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ის სამყაროს ცენტრი არაა, რომ მის ირგვლივ ტრიალებდეს ყველაფერი.

ipn

Next Post

„პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ - სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ხუთ იან 6 , 2022
696 წაკითხვა„ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს. ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ. ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია. პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო […]

შესაძლოა მოგეწონოთ