„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

690 წაკითხვა

„თალიბანი“ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებასა და მომიტინგეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

„ავღანეთის ისლამური საამირო ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციას და როგორც ახლო მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორი სახელმწიფო, შეშფოთებულია ბოლოდროინდელი არეულობებით. ავღანეთის ისლამური საამირო მოუწოდებს როგორც მთავრობას, ასევე მომიტინგეებს, საკითხები მოლაპარაკებებითა და მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ და ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დააბრუნონ“, – ნათქვამია ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Next Post

ღია წერილი სალომე ზურაბიშვილს

კვი იან 9 , 2022
690 წაკითხვაგიგლა ბარამიძის ღია წერილი/მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ე.წ საერთო ეროვნული თანხმობის შესახებ დაწყებულ შეხვედრებთან დაკავშირებით. გიგლა ბარამიძემ წერილი 2021 წლის 13 დეკემბერს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. „ქალბატონო სალომე,დემოკრატიულ სამიტზე თქვენი საინტერესო გამოსვლის თანმსდევად,მე,როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე,მოგმართავთ… ამავედროს,ქალბატონო პრეზიდენტო,რომ არ ვიყო დარწმუნებული იმაში,რომ ჩემს თეზისებათ ჩამოყალიბებულ ეპისტოლეს ტენდენციებს არ გაიზიარებდა თანამემამულეთა საკმაოდ დიდი ნაწილი,მერწმუნეთ,არ შეგაწუხებდით. 1. თავისთავად,საერთოეროვნული შერიგება (დიალოგი,შეთანხმება,პოლარიზაციის […]