ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ დასკვნა უკანა რიცხვით მოამზადა – ნოდარ მელაძე

732 წაკითხვა

“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტის კომენტარს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეხმაურება. ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ  ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ანგარიშვალდებული იყო დამკვეთის, “ტვ პირველის” მიმართ, რომ დასკვნა მისთვის ეცნობებინა. ნოდარ მელაძე ეჭვობს, რომ დასკვნა ხელისუფლებამ უკანა რიცხვით მას შემდეგ გააფორმა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.ძალიან უცნაურია და ვწუხვარ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბურუსით მოცულ 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნის “გაპრავებაში” ჩაერთო ჩვენი ტელევიზიის მიერ დაქირავებული ექსპერტი. ბატონი ალექსანდრე გეჯაძე ამ საქმეში მონაწილეობისთვის დაიქირავა “ტვ პირველმა”, მას უნდა ეცნობებინა “ტვ პირველისთვის”, რომ ჯერ კიდევ 30 დეკემბერს ხელი მოაწერა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და რომ საბოლოო დასკვნა უკვე მზად იყო, რაც ბატონმა გეჯაძემ არ გააკეთა.

7 რიცხვში სამთავრობო მედიისგან გავიგეთ, რომ თურმე არსებობს სამხარაულის ბიუროს მომზადებული ე.წ. დასკვნა. ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ  ხელისუფლებამ ეს დასკვნა სასწრაფო წესით უკანა რიცხვით მოამზადა მას შემდეგ რაც უნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში ოფიციალურად შეიყვანა”, – ამბობს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა ისე გასაჯაროვდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის და ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამთავრობო მედიისგან გახდა ცნობილი. დასკვნა ექსპერტის მიერ 30 დეკემბერსაა ხელმოწერილი, თუმცა მისი არსბეობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

Next Post

"ქალაქში მკვლელი ნარკოტიკია" - "რეივერების გაერთიანება" ახალგაზრდებს აფრთხილებს

კვი იან 9 , 2022
732 წაკითხვა“ქართველი რეივერების გაერთიანება” მოსახლეობას მკვლელი ნარკოტიკის არსებობის შესახებ აფრთხილებს. საკლუბო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკების მარაგი მიზანმიმართულად საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. გაერთიანება პასუხისმგებლობას შსს-ს აკისრებს.ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა! არ მიიღოთ MDMA და მასთან მიახლოვებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები! არ გაურიო უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას! […]