“ქართველი რეივერების გაერთიანება” მოსახლეობას მკვლელი ნარკოტიკის არსებობის შესახებ აფრთხილებს. საკლუბო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკების მარაგი მიზანმიმართულად საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. გაერთიანება პასუხისმგებლობას შსს-ს აკისრებს.ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!
არ მიიღოთ MDMA და მასთან მიახლოვებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები!
არ გაურიო უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში!
ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას!
ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში
მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის!
შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება!
მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას!
ერთადერთი ხსნა ამ ჯოჯოხეთიდან არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ცნობიერების ამაღლება”, – ამბობენ რეივერების გაერთიანებაში.
დავით სუბელიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს მინიმუმ ინფორმაცია აქვს ამის შესახებ და არაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდები დაიცვას.ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს სინდისზე და მათი პასუხისმგებლობა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო იმისთვის, რომ კარგი მზიეზი ქონდეთ, რომ მერე შემოვარდნენ”, – ამბობს დავით სუბელიანი.
პირველი