„ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი“ – შალვა ნათელაშვილი

553 წაკითხვა

როგორც კი ტვ “პირველი”-ს ეთერით მოვუწოდე იმ სოც- დაუცველ ელექტორატს, ვინც წლებია ფულზე hყიდის საკუთარ ხმას, ერთხელ მაინც შეეკავებინათ თავი და არ მოსულიყვნენ არჩევნებზე, თან გავახსენე ისტორიული ფაქტი ამგვარი კატეგორიისათვის ევროპაში საარჩევნო ხმის ჩამორთმევაზე, ისტერიული ღრიანცელი ატეხეს ივანიშვილის მონა ტვ “იმედმა”, “რუსთავი2”- მა და საზოგადოებრივმა არხმა.

ახლაც ვიმეორებ, ხმის გამყიდველი არამარტო არჩევნებზე არ უნდა მიდიოდეს, არამედ მის ფეხქვეშ მიწა უნდა დაიწვას. სამწუხაროდ, ბიუჯეტის ქურდმა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ჯერ არნახულად გააღატაკა ხალხი, დღეს კი მის დამცველად მოგვევლინა თანაც ვისგან? ჩემგან.

ამ ჩვენი გმობის კამპანიას აქტიურად დაუჭირა მხარი სამუდამო კაიფში ჩარჩენილმა ვაი-ოპო- დეპუტატმა, ცხინვალთან შარვალჩახდილმა მეგრელიშვილმა და კაცის კაცზე დამაქორწინებელმა კორძაიამ.

მოკლედ, ქირურგიული ოპერაცია სჭირდება უიმედოდ ავადმყოფ რეჟიმს, რასაც მიიღებენ იმედია უფასოდ. ალბათ გაინტერესებთ, მთელი ეს ღრიანცელი რატომ გახდა საჭირო? როგორც კი სოც-ქსელებში გამოკითხვა დავიწყეთ პარლამენტში ჩემ შესვლაზე, პუტინის ლაქია ივანიშვილს ეპილეფსია დაეწყო და გასცა სათანადო განკარგულებებიც. სასიამოვნოა, რომ ჩემი ერის მტრებს ასე ეშინიათ ჩვენი. ვპირდები, შემდგომშიც არ მოვაკლებ დაუვიწყარ წუთებს.”– წერს სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Next Post

„იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან“

ორშ იან 17 , 2022
553 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში. „ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ […]